From Wikipedia, the free encyclopedia
აჰმედ ალ-სენუსი (არაბ. أحمد الزبير الشريف) (დ. 1934, ეგვიპტე) — მუსულმანური რელიგიურ-პოლიტიკური ორდენის სენუსის წევრი, ლიბიის რესპუბლიკის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წევრი. ყოფილი პოლიტიკური პატიმარი[1][2] .
აჰმედ ალ-სენუსი არის ლიბიის ერთადერთი მეფის იდრის I-ის ძმის შვილიშვილი. სახელი დაარქვეს პაპის აჰმედ შარიფ ას-სენუსის პატივისცემის ნიშნად[3][2]. ალ-სენუსიმ 1958 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია ერაყში. 1961 წელს კი დაქორწინდა ფატილაჰზე, რომელიც მისი მეუღლე იყო გარდაცვალებამდე.
2011 წლის 27 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა ოთხ სხვა არაბული წარმოშობის ადამიანთან ერთად, რომლებიც იყვნენ არაბული გაზაფხულის აქტივისტები და ადამიანის უფლებების დამცველები, ალ-სენუსის მიანიჭა სახაროვის პრემია[4] .
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.