From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო (არაბ. المجلس الوطني الإنتقالي) — ლიბიის დე-ფაქტო მთავრობა 2011 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, რომლის ძალებმაც პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ჯამაჰირიის მთავრობა დაამხეს. საბჭო ლიბიას ომის შემდეგ ათი თვის მანძილზე მართავდა, 2012 წლის 7 ივლისს კი ჩაატარა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შედეგადაც, 8 აგვისტოს ძალაუფლება გადასცა ახლად არჩეულ ასამბლეას.[2]
ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო المجلس الوطني الانتقالي | |
---|---|
აბრევიატურა | NTC |
შეიქმნა | 27 თებერვალი, 2011 |
გაუქმდა | 8 აგვისტო, 2012[1] |
ტიპი | დროებითი მთავრობა |
მდებარეობა | ლიბია |
ენა | არაბული |
თავმჯდომარე | მუსტაფა აბდულ ჯალილი |
პრემიერ-მინისტრი | აბდელ რაჰიმ ალ-კიბი |
პრემიერ-მინისტრი | მაჰმუდ ჯიბრილი |
ქვეყანა | ლიბია |
თავმჯდომარე | Mustafa Abdul Jalil |
http://www.ntclibya.org/ და http://www.ntclibya.com |
ეროვნული გარდამავალი საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება 2011 წლის 27 თებერვალს, ქალაქ ბენღაზიში გაკეთდა. მისი მიზანი პოლიტიკური რევოლუციის მოხდენა იყო. 5 მარტს, საბჭომ ოფიციალური განცხადება გამოსცა, რომელშიც ის საკუთარ თავს „ლიბიელი ხალხისა და ლიბიის სახელმწიფოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად“ მიიჩნევდა.[3] 23 მარტს შეიქმნა აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც მაჰმუდ ჯაბრილი ხელმძღვანელობდა. 2011 წლის აგვისტოში, საბჭომ კონსტიტუციური დეკლარაცია გამოსცა, რომელშიც გაწერილი იყო თუ როგორ უნდა გადასულიყო ქვეყანა ახალი, არჩეული მთავრობით კონსტიტუციურ დემოკრატიაზე.
გარდამავალმა საბჭომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც ლიბიის ლეგიტიმურმა მთავრობამ[4] და გაეროში ქვეყნის ადგილიც დაიკავა.[5] ქვეყანას უბრალოდ ლიბიის რესპუბლიკა ეწოდა, მაშინ როდესაც კადაფის მთავრობის დროს მას ხალხთა დიდი სოციალისტური ლიბიის არაბთა ჯამაჰირია ერქვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.