From Wikipedia, the free encyclopedia
ადრარ-იფორასი (ფრანგ. Adrar des Ifoghas) — მთის მასივი საჰარის სამხრეთში, მალის ჩრდილოეთში (კიდალის რეგიონი) და ალჟირის სამხრეთში. მისი ფართობი დაახლოებით 250 000 კმ²-ია. აღმოსავლეთიდან იგი ესაზღვრება ტამესნის ვაკეს, სამხრეთიდან აზავაკის ხეობას და ჩრდილოეთიდან ტანეზრუფტის უდაბნოს.
ადრარ-იფორასი | |
---|---|
ადრარ-იფორასის გელტა | |
კოორდინატები: 19°07′ ჩ. გ. 1°45′ ა. გ. | |
ქვეყანა | მალი ალჟირი |
სიმაღლე | 890 მ |
სახელწოდება წარმოდგება ბერბერული სიტყვისაგან „ადაგი“ („ადრარი“) — „მთები“ და „იფორა “— ტუარეგული ტომის (კელ იფორასი) დასახელება.
აგებულია უძველესი გრანიტებით. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 700 მეტრს (ყველაზე უფრო დიდი 1000 მეტრამდე). რელიეფი ხასიათდება განიერი, პატარა ხეობებით, დაფარული დიდი რაოდენობით ეროზირებული გრანიტის ბლოკებით. ხეობები — უადები, რომლებიც ინახავენ გრუნტის წყლებს, დაფარულია ქსეროფიტული მარცვლეულით, მაღლობის და დაბლობის წყალშემკრები აუზები — სავანებით, მწვერვალები — მთის უდაბნოებით.
ადგილობრივ მოსახლეობას მოშენებული ჰყავს აქლემები, ზებუ, იშვიათ ოაზისებში მოჰყავთ მარცვლეული, თამბაქო, წიწაკა, ხახვი.
მთიანეთის ტერიტორიაზე მდებარეობენ მთელი რიგი არქეოლოგიური ძეგლები, კერძოდ, მონადირეებით, მიწადმოქმედებით, მეჯოგეებით გამოსახული პეტროგლიფები.[1] 1927 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ტეოდორ მონომ და ვლადიმერ ბესნარმა ფორტ ასელართან ახლოს აღმოაჩინეს ნეოლითის ხანის ადამიანის ჩონჩხი („ასელარელი ადამიანი“). უკანასკნელ პერიოდში რეგიონი პოპულარული გახდა ფეხით მოსიარულე ტურისტებს შორის.
2013 წლის დასაწყისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მთიანეთი გახდა სისხლისმღვრელი ბრძოლების ადგილი, რომელსაც ატარებდა საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ისლამისტი აჯანყებულების წინააღმდეგ.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.