From Wikipedia, the free encyclopedia
პეტროგლიფები, კლდის მხატვრობა (ძვ. ბერძნ. πέτρος — „ქვა“ და γλυφή — „ამოკვეთა“) — ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება. აქვთ სხვადასხვანაირი თემატიკა — რიტუალური, მემორიალური, ნიშნობრივი ყველა შესაძლო ურთიერთგადაკვეთებით. (შეადარეთ გეოგლიფებს). ტრადიციულად პეტროგლიფებს ეძახიან უძველეს დროში ქვაზე ამოკვეთილ ყველანაირ გამოსახულებებს — პალეოლითის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით, მათი გამოკლებით, რომლებშიც დანამდვილებით შეინიშნება კარგად შემუშავებული ნიშნების სისტემა. აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს. პეტროგლიფებს ეძახიან, როგორც პირველყოფილ მღვიმის კლდის მხატვრობას, ასევე უფრო გვიანდელს, მაგალითად, სპეციალურად დადგმულ ქვებზე, მეგალითებზე ან «ველურ» კლდეებზე.
მსგავსი ძეგლები სადღაც ერთ ადგილზე კი არ არიან თავმოყრილები, არამედ ვრცლად არიან გაფანტულები ჩვენი პლანეტის მთელ ზედაპირზე. ისინი ნაპოვნი არიან ყაზახეთში (ტამგალი), კარელიაში, ესპანეთში (ალტამირის მღვიმე), საფრანგეთში (ფონ-დე-გომის მღვიმეები, მონტესპანი და სხვ.), ციმბირში, დონზე (კოსტიონკი), იტალიაში, ინგლისში, გერმანიაში, ალჟირში, სადაც ახლახან აღმოჩენილი იქნა და მთელ მსოფლიოში სენსაცია გამოიწვია ტასილინ-აჯერის მთიანი პლატოს გიგანტურმა მრავალფეროვანმა ნახატებმა საჰარაში, უდაბნოს ქვიშებს შორის.
ძირითადად, ეს ცხოველების — ირმების, ბიზონების, გარეული ღორების, ველური ცხენების გამოსახულებებია; მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დღეისათვის დედამიწაზე უკვე აღარ ბინადრობენ — გრძელბეწვიანი მამონტები, ხმალკბილა ვეფხვები. მხოლოდ იშვიათად გვხვდება ადამიანის ფიგურების და თავების ფიგურები, რიტუალური ნიღბები. მხოლოდ მოგვიანებით, ნეოლითის ხანაში, დაიწყეს პირველყოფილი ტომების ცხოვრების სცენების გამოხატვა — ნადირობის, ბრძოლის, ცეკვის და რაიმე ძნელად მისახვედრი წეს-ჩვეულებების. ასეთი კომპოზიციები დაახლოებით თარიღდება VI—IV ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ხოლო ყველაზე ადრეული გამოსახულებები, სადაც ჭარბობს ცხოველების «პორტრეტები», მიეკუთვნება ზედა პალეოლითის ხანას, ანუ შეიქმნა 40—20 ათასი წლის წინ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.