Debian- ზე დაფუძნებული Linux ოპერაციული სისტემა From Wikipedia, the free encyclopedia
Ubuntu — ოპერაციული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Debian GNU/Linux-ის დისტრიბუტივზე. ვრცელდება, როგორც თავისუფალი და ღია კოდის მქონე პროგრამა (open source), დამატებით დაპატენტებულ პროგრამებთან ერთად.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
Ubuntu Desktop 17.10 "Artful Aardvark" | |
შემქმნელი | Canonical Ltd., Ubuntu-ს საზოგადოება |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
Linux |
სამუშაო მდგომარეობა | მოქმედი |
წყაროს მოდელი | ღია წყარო (გამონაკლისებით)[1] |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
20 ოქტომბერი, 2004[2] |
უკანასკნელი გამოშვება | Ubuntu 20.10 Groovy Gorilla / 22 ოქტომბერი, 2020 |
უახლესი ნიმუში | 21.04 Hirsute Hippo |
მარკეტინგული სამიზნე | პერსონალური კომპიუტერები, სერვერები, სმარტფონები და პლანშეტური კომპიუტერები (Ubuntu Touch) |
ხელმისაწვდომი ენები | 55-ზე მეტი ენა |
განახლების მეთოდი | APT (Software Updater, GNOME Software) |
პაკეტების მენეჯერი | dpkg, Snappy |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
I386, IA-32, AMD64; ARMhf (ARMv7 + VFPv3-D16), ARM64; Power, ppc64le; s390x[3] |
ბირთვის ტიპი | მონოლითური (Linux) |
სამომხმარებლო სივრცე |
GNU |
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
GNOME, Unity, GNOME 2 (ძველ ვერსიებში) |
ლიცენზია |
უფასო (ძირითადად GPL) |
ოფიციალური საიტი | ubuntu.com |
სახელი „Ubuntu“ ეფუძნება სამხრეთ აფრიკულ Ubuntu-ს ფილოსოფიას („ჰუმანურობა ერთმანეთის მიმართ“).[4] Ubuntu წარმოადგენს თანამედროვე, სტაბილურ საოპერაციო სისტემას საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის. იგი ორიენტირებულია გამოყენებადობასა და ადვილად დაყენებაზე. ვებ-სტატისტიკის თანახმად Ubuntu-ს მომხმარებლები პერსონალურ კომპიუტერზე ლინუქსის მომხმარებელთა 50%-ს შეადგენს.[5][6] აგრეთვე იზრდება Ubuntu-ს, როგორც ვებ-სერვერის გამოყენება.[7]
Ubuntu შედგება მრავალი პროგრამული პაკეტისაგან. რომელთაგანაც უმრავლესობა ვრცელდება უფასო პროგრამების (ღია კოდის) ლიცენზიით. ძირითადი გამოყენებული ლიცენზიაა, GNU General Public License (GNU GPL), რომელიც GNU Lesser General Public License (GNU LGPL) ფარგლებში ნათლად განმარტავს, რომ მომხმარებლებს უფლება აქვთ პროგრამის გამოყენების, გადაწერის, გავრცელების, შესწავლის, განვითარებისა და გაუმჯობესების. Ubuntu ფინანსდება ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის: Canonical-ის მიერ, რომლის დამფუძნებელია სამხრეთ აფრიკელი მეწარმე მარკ შათლვორთი. ინარჩუნებს რა Canonical Ubuntu-ს, როგორც ღია კოდს და სრულიად უფასოს, მას შეუძლია Ubuntu-ს დეველოპერთა ტალანტის გამოყენება. Canonical არ ყიდის Ubuntu-ს, თუმცა შემოსავალს იღებს ტექნიკური მომსახურების გაყიდვითა და Ubuntu-სთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებით.
Canonical აგრეთვე ხელს აწერს და მხარდაჭერას უწევს სამ დამატებით Ubuntu-ზე დაფუძნებულ საოპერაციო სისტემას: Kubuntu (კუბუნტუ), Edubuntu (ედუბუნტუ) აგრეთვე ცნობილია, როგორც „Ubuntu სასწავლო გამოშვება“ და „Ubuntu სერვერის გამოშვება“. არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა Ubuntu-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, მათ შორისაა ლოკალურ-ენოვანი და აპარატურა-მახასიათებელი ვერსიები.
Canonical Ubuntu-ს ახალ ვერსიას უშვებს ყოველ ექვს თვეში და თვრამეტ-თვიან მხარდაჭერას უწევს უსაფრთხოების მუდმივების უზრუნველყოფით. აგრეთვე აწესრიგებს აღმოჩენილ ხარვეზებს და მცირეოდენ ანახლებს პროგრამებს. ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე ვერსიებს (LTS), რომლებიც გამოდის ყოველ ორ წელიწადში,[8] აქვთ სამ-წლიანი მხარდაჭერა პერსონალურ კომპიუტერებზე და ხუთ-წლიანი მხარდაჭერა სერვერებისთვის.[9]
Ubuntu-ს ბოლო ვერსია: Ubuntu 20.10 Groovy Gorilla გამოვიდა 2020 წლის 22 ოქტომბერს.
Ubuntu არის დებიან პროექტის კოდური ბაზის განშტოება.[10] თავიდანვე პროექტის მიზანი იყო Ubuntu-ს ახალი ვერსიის გამოშვება ყოველ ექვს თვეში, სისტემის ხშირად განახლებისთვის. Ubuntu-ს პირველი ვერსია გამოვიდა 2004 წლის 20 ოქტომბერს.[11]
Ubuntu-ს ახალი ვერსიის გამოშვება დაგეგმილია გნომის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.[12] დებიან პროექტის სხვა განშტოებებისაგან განსხვავებით, რომლებიც ფართოდ იყენებენ ლიცენზირებულ და ექსკლუზიური ლიცენზიის მქონე პროგრამულ დამატებებს, Ubuntu უმთავრესად იყენებს თავისუფალ, უფასო პროგრამებს, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ცალკეული ლიცენზირებული მოწყობილობის მმართველ პროგრამებთან (hardware drivers) დაკავშირებული შემთხვევები.[13]
Ubuntu-ს პაკეტები დაფუძნებულია დებიანის არასტაბილურ პაკეტებზე, ორივე ვერსია იყენებს დებიანის დებ პაკეტების ფორმატს და მართვის ხერხებს (APT და სინაპტიკი). დებიან და Ubuntu-ს პაკეტები არაა აუცილებელი იყვნენ ორმხრივად ერთმანეთთან თავსებადი, რამდენადაც ხანდახან დებ პაკეტები საჭიროებენ თავიდან იქნენ აგებული კოდებიდან Ubuntu-ში გამოყენებისთვის.[14] ამავდროულად Ubuntu-ს მრავალი დევლოპერი დებიანის ფარგლებში ინარჩუნებს ძირითად პაკეტებს. თანამშრომლობს რა Ubuntu დებიანთან, დებიანს შეაქვს ცვლილებები პაკეტებში, თუმცა არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება, იმისადმი რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება.[15] 2005 წლის აპრილში, დებიანის დამფუძნებელმა იან მარდოკმა გააკრიტიკა Ubuntu-ს პაკეტები დებიანის პაკეტებთან არათავსებადობის გამო. ის ამბობდა, რომ Ubuntu ძალიან შორს გადაიხარა დებიანისაგან, რათა დარჩენილიყო თანამედროვე.[16]
Ubuntu ამჟამად ფინანსდება Canonical-ის მიერ. 2005 წლის 8 ივლისს მარკ შათლვორთმა და Canonical-მა დააარსეს Ubuntu-ს ფონდი, რომელშიც თვითონვე გააკეთეს პირველადი შენატანი 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ფონდის მიზანს წარმოადგენდა Ubuntu-ს ყველა შემდგომი ვერსიის მხარდაჭერა და განვითარების უზრუნველყოფა. მარკ შათლვორთიამ ფონდ განიხილავს, როგორც "სათადარიგო ფონდს" Canonical-ის თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში.[17]
Ubuntu-ს მიმდინარე სტაბილური ვერსია: Ubuntu 20.04 გამოვიდა 2020 წლის 23 აპრილს.
2009 წლის 12 მარტს Ubuntu-მ გამოუცხადა მხარდაჭერა მესამე მხარის პლატფორმებს, ისეთებს რომლებიც გამოიყენება ამაზონ EC2-ში.[18]
Ubuntu ორიენტირებულია გამოყენებადობაზე, დაცულობასა და სტაბილურობაზე.[19] Ubuntu-ს დაყენება მყარ დისკზე შესაძლებელია CD-დან, ისე რომ დაყენება აპრიორი კომპიუტერის გადატვირთვას არ საჭიროებს. Ubuntu აგრეთვე ყურადრებას ამახვილებს ადვილად მისაწვდომობასა და ინტერნაციონალურობაზე, რათა მოიცვას რაც შეიძლება ბევრი მომხმარებელი. დაწყებული Ubuntu 5.04-დან UTF-8 გახდა ძირითადი უნიკოდი,[20] რომელიც სხვადასხვა არალათინური ანბანის მხარდაჭერის საშულებას იძლევა. დაცულობის მიზნით sudo (Super-User DO) საშუალება გამოიყენება დროებითი პრივილეგიის მისანიჭებლად, როდესაც საჭიროა ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება. ამ გზით მთავარი ანგარიში (root account) რჩება ჩაკეტილი, რათა გამოუცდელ მომხმარებელს ხელი არ შეუწყოს, რომ უყურადღებობით სისტემას მიაყენოს დამანგრეველი შედეგები.[21] აგრეთვე ფართოდაა დანერგილი PolicyKi - სისტემაში მომხმარებლის პრივილეგიის შემმოწმებელი პროგრამა - რათა სისტემაში განამტკიცდეს მცირე უპირატესობის პრინციპი.
Ubuntu-ს მოყვება დაყენებული პროგრამების ფართო სერია, მათ შორისაა OpenOffice.org, Firefox, Empathy (9.10-ზე ადრეულ ვერსიებში Pidgin), Transmission, GIMP და რამდენიმე მცირეზომიანი თამაში (როგორებიცაა სუდოკუ და ჭადრაკი). დამატებითი პროგრამები, რომლებიც თავიდანვე არაა დაყენებული შეიძლება გადმოიწეროს და დაყენდეს Ubuntu-ს პროგრამათა ცენტრის გამოყენებით,[22] ან პაკკეტთა მმართველი სინაპტიკის მეშვეობით, რომელიც წინასწარ დაყენებულია. Ubuntu ფაირვოლის საშუალებით ხურავს ქსელურ პორტებს, ხელოვნურად შერჩევის შესაძლებლობით, თუმცა მომხმარებელს შუეძლია დააყენოს Gufw და დატოვოს ის ღია.[23] Ubuntu-ს ძირითად სამუშაო გარემოს წარმოადგენს GNOME (გნომი), რომელსაც მხარდაჭერა აქვს 46-ზე მეტ ენაზე.[24] Ubuntu-ს შეუძლია აგრეთვე გაუშვას ვინდოუსისთვის აგებული მრავალი პროგრამა (მაგალითად მაიკროსოფტ ოფისი) Wine-ს ან სხავა ვირტუალური მანქანის საშუალებით, (ისეთების როგორებიცაა VMware Workstation ან VirtualBox).
Ubuntu-ს დაყენება ჩვეულებრივ ხორციელდება ლაივ CD-ს გამოყენებით. Ubuntu-ს ოპერაციული სისტემის გაშვება შესაძლებელია პირდაპირ CD-დან (მუშაობის ხარისხის მნიშვნელოვანი დანაკარგებით), რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეამოწმოს ოპერაციული სისეტემისა და მოწყობილობის თავსებადობა და მოწყობილობათა მმართველი პროგრამების მხარდაჭერა. CD აგრეთვე შეიცავს პროგრამას (Ubiquity installer), რომელიც მომხმარებელს Ubuntu-ს პერმანენტულად დაყენების მიმართულებას აძლევს.[25] Ubuntu-ს ყველა მიმდინარე და წინა ვერსიების CD ფაილები დევს Ubuntu-ს საიტზე და მათი გადმოწერა შესაძლებელია.[26] Ubuntu-ს CD-დან დაყენება მოითხოვს მინიმუმ 256 MB ოპერატიულ მეხსიერებას.
მომხმარებლებს შეუძლიათ გადმოწერონ CD-ს (.iso) ფაილი, რომელიც შემდეგ შეიძლება ჩაიწეროს ფიზიკურ გარემოზე (CD ან DVD-ზე) ან გაშვებულ იქნას პირდაპირ მყარი დისკიდან (UNetbootin ან GRUB-ს გამოყენებით). Ubuntu-ს დაყენება შესაძლებელია ARM, PowerPC, SPARC და IA-64 პლატფორმებზე თუმცა ოფიციალური მხარდაჭერა აქვს მხოლოდ ARM პლატფორმისაგან.[27]
Canonical Ubuntu-სა[28] და კUbuntu-ს[29] დასაყენებელ დისკებს გასცემს სრულიად უფასოდ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.
მაიკროსოფტ ვინდოუსის მიგრაციის საშუალება, რომელსაც ეწოდება "Migration Assistant" (გამოცემული 2007 წლის აპროლში)[30] "ბუკმარკების", ეკრანის ფონისა და მრავალი სხვა პარამეტრების არსებული ვინდოუსიდან ახალ Ubuntu-ში გადატანის საშუალებას იძლევა.[31]
Ubuntu-სა და კUbuntu-ს ჩატვირთვა და გაშვება შესაძლებელია აგრეთვე USB-დან[32] (იმ შემთხვევში თუ ბიოსს USB-დან გაშვების მხარდაჭერა აქვს), პარამერტების USB-ზე შენახვის ფუნქციის გამოყენებით. ეს საშუალებას იძლევა პორტატული ოპერაციული სისტემა გაშვებულ იქნას ნებისმიერი პერსონალური კომპიუტერიდან, რომელსაც შეუზლია USB-დან ჩატვირთვა.[33] Ubuntu-ს ახლ ვერსიებში შეიძლება დაყენდეს USB-ს შემქმნელი პროგრამა "USB creator", რომელიც Ubuntu-ს USB-ზე დაყენების საშუალებას იძლევა (CD-თან ერთად ან მის გარეშე).
პროგრამა ვუბი, რომელიც ლაივ CD-ზე დატანებულია, როგორც ერთ-ერთი ფუნქცია[34] Ubuntu-ს დაყენებისა და გაშვების საშუალებას იძლება ვირტუალური ვინდოუსიდან (როგორც დიდი წარმოსახვითი ფაილი, რომლის მართვაც შეიძლება მართვის დაფიდან ნებისმიერი სხვა ვინდოუსის პროგრამის მსგავსად). ეს მეთოდი არ მოითხოვს მყარი დისკის წინასწარ დანაწევრებას. ვუბი აგრეთვე იყენებს "Migration Assistant"-ს მომხმარებლის პარამეტრების გადასატანად. ვუბი გამოსადეგია მხოლოდ ვინდოუსის მომხმარებლისთვის, იგი აგრეთვე იწვევს მუშაობის ხარისხის მცირე დანაკარგებს.
Ubuntu ყოველწლიურად უშვებს ორ ახალ ვერსიას და ვერსიის ნომრად იყენებს გამოშვების წელსა და თვეს. მაგალითად Ubuntu-ს პირველი გამოშვება იყო Ubuntu 4.10, რომელიც გამოვიდა 2004 წლის 20 ოქტომბერს.[35][36] შემდგომი ვერსიების ნომრები, შესაბამისად წინასწარაა განსაზღვრული. თუ გამოშვება გადაიდება სხვა თვემდე, მაშინ შესაბამისად იცვლება ვერსიის ნომერიც.[37]
Ubuntu-ს ახალი ვერსია გამოდის გნომის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. გნომის ახალი ვერსია კი გამოდის X.Org-ის გამოშვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ასე რომ Ubuntu-ს თითოეული ახალი ვერსია მოიცავს გნომის და X.Org-ის ახალ ვერსიებსაც.[38][39][40] ყოველი მეოთხე გამოშვება ლუწ-რიცხვიანი წლის მეორე მეოთხედში აღნიშნულია როგორც ხანგრძლივი მხარდაჭერის მქოენე (LTS). რაც გულისხმობს, რომ მათ აქვთ განახლება სამი წლის ხანგრძლივობით პერსონალური კომპიუტერებისთვის და ხუთი წლის ხანგრძლივობით სერვერებისთვის. აგრეთვე შესაძლებელია ფასიანი ტექნიკური მხარდაჭერა Canonical-ისგან. ვერსიები: 6.06, 8.04 და 10.04 არიან ხანგრძლივი მხარდაჭერის მქოენე (LTS).[41]
Ubuntu 4.10 (მეჭეჭიანი ვორთაგი) გამოშვებული 2004 წლის 20 ოქტომბერს არის Canonical-ის მიერ Ubuntu-ს პირველი გამოშვება. იგი აგებულია დებიან GNU/ლინუქსზე თვრამეტთვიანი მხარდაჭერითა და ყოველ ექვს თვეში ახალი ვერსიის გამოშვებით.[36] Ubuntu 4.10 - ის მხარდაჭერა დასრულდა 2006 წლის 30 აპრილს.[42] 4.10 იყო ShipIt მომსახურებით გავრცელებული Ubuntu-ს პირველი ვერსია, რომელიც მომხმარებლებს საინსტალაციო CD-ს უფასოდ შეკვეთის საშუალებას აძლევდა.[43]
Ubuntu 5.04 (ჭაღარა ზღარბი) გამოშვებული 2005 წლის 8 აპრილს არის Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეორე გამოშვება. Ubuntu 5.04-ის მხარდაჭერა დასრულდა 2006 წლის 31 ოქტომბერს.[44][45] Ubuntu 5.04-ს დაემატა მრავალი ახალი შესაძლებლობები: "განახლების მმართველი",[46][47] ვერსიის განახლების მაცნე, "readahead" ასევე "grepmap", "suspend", "hibernate" და "standby" ფუნქციების მხარდაჭერა, პროცესორის დინამიკური სიხშირის მზომელი, Ubuntu-ს მოწყობილობის მონაცემთა ბაზა, "Kickstart" და APT[48][49] Ubuntu 5.04-ს დაყენება შესაძლებელი იყო USB მოწყობილობიდანც. Ubuntu 5.04 იყენებდა UTF-8 უნიკოდს.
Ubuntu 5.10 (მხიარული მაჩვი) გამოშვებული 2005 წლის 13 ოქტომბერს[50][51] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მესამე გამოშვება. Ubuntu 5.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2007 წლის 13 აპრილს.[52] Ubuntu 5.10-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორისაა: გრაფიკული ჩამტვირთველი (Usplash), დამატება/მოცილების პროგრამული საშუალება.[53] მენიუს რედაქტორი (alacarte), ენების ადვილად შემრჩეველი პროგრამა, ლოგიკური ხმის მართვის მხარდაჭერა, სრული (Hewlett-Packard) ბეჭდვის მხარდაჭერა. (OEM) ინსტალერის მხარდაჭერა, Ubuntu-ს ახალი ლოგო მარცხენა ზემო კუთხეში და (Launchpad) პროგრამა რომელიც სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების გასწორებასა და პროგრამათა განვითარებაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.[54]
Ubuntu 6.06 (კოხტა იხვი) გამოშვებული 2006 წლის 1 ივნისს[55][56][57] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეოთხე გამოშვება. Ubuntu 6.06 გამოვიდა გეგმიდადან გადხვევით. დაგეგმილი 6.04-ის დასრულება 2006 წლის ვერ მოხერხდა და მარკ შათლვორთმა მიიღოო გამოშვების თარიღის ივნისამდე წანაცვლების გადაწყვეტილება. შესაბამისად ვერსიამ 6.04-ის ნაცვლად მიიღო ნომერი 6.06.[58]
Ubuntu 6.06-ის მხარდაჭერა დასრულდა 2009 წლის 14 ივლისს პერსონალური კომპიუტერებისთვის და დასრულდება 2011 წლის ივნისში სერვერებისთვის.[59] Ubuntu 6.06 მოიცავდაახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ლაივ CD და ინსტალაციის CD გაერთიანდა ერთ დისკზე,[60] გრაფიკული ინსტალერი ლაივ CD-ზე (Ubiquity), (Usplash)-გრაფიკული ინტერფეისი გამორთვის დროს, ისევე როგორც ჩატვირთვისას, ქსელის მმართველი მრავალი უკაბელო და კაბელიანი კავშირებისთვის. აგრეთვე "ადამიანური თემები" "Tango"-ს მითითებების გათვალისწინებით, დაფუძნებული "Clearlooks"-ზე და მახასიათებელი ფორთოხლიფერი ფერები ყავუსფერის ნაცვლად და (GDebi) გრაფილული ინსტალერი პაკეტის ფაილებისთვის.[61][62] მართალია Ubuntu 6.06 არ მოიცავდა სისტემის დაყენებას USB მოწყობიდან, თუმცა პირველად სისტემის მოცილებად USB მოწყობილობაზე დაყებას შესაძლებელს ხდიდა.
Ubuntu 6.10 (ცელქი ხვლიკი) გამოშვებული 2006 წლის 26 ოქტომბერს[63][64][65] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეხუთე გამოშვება. Ubuntu 6.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2008 წლის 25 აპრილს.[66][67] Ubuntu 6.10-ს დაემატა რამდენიმე სიახლე, მათ შორისაა: ძლიერად შეცვლილი "ადამიანური თემები", ჩატვირთვის პროცესისთვის აგებული პროგრამა (init daemon), ჩავარდნის ავტომატური მაცნე (Apport), აპლიკაცია შენიშვნევისათვის (Tomboy), ფოტოების მმართველი (F-Spot). აგრეთვე EasyUbuntu - მესამე მხარის პროგრამა, შექმნილი Ubuntu-ს გამოყენების გამარტივების მიზნით - შევიდა Ubuntu 6.10-ში, როგორც პროგრამული პაკეტი.[68]
Ubuntu 7.04 (ჭირვეული ნუკრი) გამოშვებული 2007 წლის 19 აპრილს[69][70][71] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეექვსე გამოშვება. Ubuntu 7.04-ის მხარდაჭერა დასრულდა 2008 წლის 19 ოქტომბერს.[72] Ubuntu 7.04-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორისაა: "მიგრაციის დამხმარე" - ყოფილი ვინდოუსის მომხმარებლების Ubuntu-ზე გადასვლაში დასახმარებლად, კერნელზე დაფუძნებული ვირტუალური მანქანის მხარდაჭერა, დამხმარე კოდეკები და ადობე ფლეშის მმართველის შეზღუდული ინსტალაცია, ჯავა, MP3-ის მხარდაჭერა, Nvidia და ATI მოწყობილობათა მმართველების იოილი ინსტალაცია, "Wi-Fi Protected Access"-ის მხარდაჭერა, სუდოკუსა და ჭადრაკის დამატება, დისკის მოხმარების ანალიზატორი (baobab), გნომის მართვის ცენტრი და კავშირის ნულოვანი კონფიგურაციის (Zeroconf) მხარდაჭერა მრავალი მოწყობილობისთვის.[48][73] Ubuntu 7.10 - მა შეწყვიტა მხარდაჭერა "PowerPC" არქიტექტურისთვის.
Ubuntu 7.10 (მამაცი გიბონი) გამოშვებული 2007 წლის 18 ოქტომბერს[74][75][76] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეშვიდე გამოშვება. Ubuntu 7.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2009 წლის 18 აპრილს.[77][78] Ubuntu 7.10-ს დაემატა რამდენიმე სიახლე, მათ შორისაა: "AppArmor" - უსაფრთხობის სტრუქტურა ლინუქს-კერნელის-თვის[79], სწრაფი ძებნა ეკრანზე[80], ფაირფოქსის პლაგინების მმართველი (Ubufox)[81], X.Org-ის კონფიგურაციის გრაფიკული ხელსაწყო სრული NTFS მხარდაჭერით და გაუმჯობესებული ბეჭდვის სისტემა, PDF ბეჭდვით.[81] Ubuntu 7.10 -ს დაემატა "Compiz Fusion" - პროგრამათა ჯრებული, რომელიც სამგანზომილებიანი გრაფიკული ეკრანის გამოყენების საშუალებას იძლევა[82], აგრეთვე მომხმარებელთა სწრაფი გადართვის ფუნქცია.[80]
Ubuntu 8.04 (შეუპოვარი ყანჩა) გამოშვებული 2008 წლის 24 აპრილს[83][84][85] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მერვე გამოშვება და Ubuntu-ს მეორე ხანგრძლივი მხარდაჭერის მქონე ვერია (LTS).[86][87] Ubuntu 8.04-ის მხარდაჭერა დასრულდება 2011 წლის აპრილში პერსონალური კომპიუტრებისთვის და 2013 წლის აპრილში სერვერებისთვის. Ubuntu 8.04-ს დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, მათ შორისაა: ახალი ძებნის სისტემა (Tracker)[88], დისკებზე ჩამწერი (Brasero)[89], BitTorrent აპლიკაცია (Transmission)[89], ვირტუალური ქსელის მართვის (VNC) კლიენტი (Vinagre),[89] და პლატფორმათაშორისი ქსელური საუნდ სერვერი (PulseAudio)[90]. Ubuntu 8.04 აგრეთვე მოიცავდა "Tango"-ს განახლებას,[91] გაუმჯობესებულ კომპიზს (Compiz), მაუსის ავტომატურ ხელის ჩავლებასა და გაშვებას, როდესაც მოძრაობს "VMware" ვირტუალურ მანქანაზე და Ubuntu-ს ადვილად წაშლის მეთოდს. 8.04 არის Ubuntu-ს პირველი ვერსია, რომელიც მოიცავდა ვუბის ინსტალერს ლაივ CD-ზე, რაც საშუალებას იძლევა Ubuntu ვინდოუსზე დაყენდეს, როგორც ერთი ფაილი მყარი დისკის წინასწარ დანაწევრების გარეშე.
Ubuntu 8.10 (უშიშარი ჯიხვი) გამოშვებული 2008 წლის 30 ოქტომბერს[92][93] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეცხრე გამოშვება. Ubuntu 8.10-ის მხარდაჭერა დასრულდა 2010 წლის 30 აპრილს.[94] Ubuntu 8.10-ს დაემატა რამდენიმე სიახლე, მათ შორისაა: გაუმჯობესებული ეკრანის სკალირება, უფრო მოქნილი ინტერნეტ კავშირი, Ubuntu ლაივ USB შემქმნელი და ანგარიში სტუმრისთვის,[95] რომელიც საშუალებას აძლევს სხვა მომხმარებელს გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი შეზღუდული მომხმარებლის უფლებებით (მაგალითად ინტერნეტში შესვლა პროგრამების გამოყენებით და ელექტრონული ფოსტის შემოწმება).[96] სტუმრის ანგარიშს აქვს საკუთარი "Home" საქაღალდე, რომელიც კომპიუტერის მყარ დისკზე პერმანენტულიად არ ინახება.[97] Ubuntu 8.10 აგრეთვე მოიცავს მომხმარებემთა დაშიფრულ პერსონალურ საქაღალდეებს,[98] დინამიური კერნელის მოდულების მხარდაჭერის (DKMS) ჩართვა, პროგრამა რომელიც კერნელის მოწყობილობათა წამყვანებს საშუალებას აძლევს ავტომატურად იქნან აგებული, როდესაც ახალი კერნელი გამოვა და USB მოწყობილობათა წამყვანების გამოსახულების შექმნა.[48][99]
Ubuntu 9.04 (თვითკმაყოფილი ჯაკალოპი) გამოშვებული 2009 წლის 23 აპრილს[100] არის Canonical (კომპანია)Canonical-ის მიერ Ubuntu-ს მეათე გამოშვება. Ubuntu 9.04-ის მხარდაჭერა დასრულდა 2010 წლის 23 ოქტომბერს.[101] Ubuntu 9.04-ს სიახლეები მოიცავს: სწრაფ ჩატვირთვას,[102] ვებ სერვისებისა და პროგრამების ეკრანის ინტერფეისზე ინტეგრაციას. Ubuntu 9.04-ს დაემატა ახალი "usplash" ეკრანი, ახალი ეკრანი ჩატვირთვის დროს და აგრეთვე მხარდაჭერა Wacom-ისა და ნეთბუკებისთვის.[102] იგი აგრეთვე მოიცავდა ახალი შეტყობინების სისტემას (Notify OSD),[103] და თემებს. აღსანიშნავია, რომ პირველად, Ubuntu-ს ბირთვის განვითარება მთლიანად გადავიდა "Bazaar" დეცენტრალიზებულ ვერსიის მართვის სისტემაზე.[104][105]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.