From Wikipedia, the free encyclopedia
Radio K.A.O.S. — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის 1987 წლის საკონცერტო ტურნე, რიგით მეორე სოლო ტურნე მუსიკოსის კარიერაში. იგი ჩატარდა ალბომის Radio K.A.O.S. მხარდასაჭერად. ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა როგორც სიმღერები ალბომიდან, ასევე ამავე პერიოდში ჩაწერილი კომპოზიციები და სიმღერები პინკ ფლოიდის ალბომებიდან. ტურნე დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკაში, 1987 წლის 14 აგვისტოს და დასრულდა იმავე წლის 22 ნოემბერს, ლონდონში.
დაწყების თარიღი | 14 აგვისტო 1987 | |||
---|---|---|---|---|
დასრულების თარიღი | 22 ნოემბერი 1987 | |||
კონცერტების რაოდენობა | 37 | |||
|
შოუს დიზაინების ავტორი იყო მარკ ფიშერი. გამოიყენებოდა კვადრო-ჟღერადობა, პროექციები და რადიოწამყვან ჯიმ ლედის ანოტაციები. დარბაზში იდგა სატელეფონო ჯიხური, საიდანაც უოტერსს მაყურებლები უკავშირდებოდნენ.
შოუს სიუჟეტი მიჰყვებოდა ალბომის სიუჟეტს, რომელშიც ბილი, მიჯაჭვული სავარძელზე, საკუთარ თავში ავითარებს დიდ მანძილზე ელექტრონული საგნების მართვის თვისებებს.
შენიშვნა - "In the Flesh", "Have a Cigar", "Pigs" და "Wish You Were Here" სრულდებოდა შერეული სახით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.