From Wikipedia, the free encyclopedia
წითელფეხა მუხისძირა (ლათ. Neoboletus luridiformis, ადრე ცნობილი როგორც Boletuss luridiformis და Boletus erythropus) — Neoboletus-ის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.
წითელფეხა მუხისძირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითელფეხა მუხისძირა, უკრაინა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Neoboletus luridiformis (Rostk.) Gelardi, Simonini & Vizzini (2014) | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰედრიკ პერსონმა 1796 წელს როგორც Boletus erythropus.[1]
2014 წელს შეიყვანეს ახლადშექმნილ Neoboletus-ის გვარში.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი 5-20 სმ-მდე აღწევს, ნახევარსფეროსებრი და მომრგავალო-ბალიშისებრია, ხავერდოვანი, მქრქალი, იშვიათად ლორწოვანი. ასაკთან ერთად შესაძლოა გაშიშვლდეს. ქუდის ფერი — წაბლისფერ-ყავისფერი, მუქი მურა, მუქი ყავისფერი, შავი-მურა, ასევე შესაძლოა ჰქონდეს ზეთისხილისფერი და წითელი შეფერილობა. დაჭერისას მუქდება ან შავდება.
რბილობი — მოყვითალო ან ხასხასა ყვითელი. გაჭრისას სწრაფად ლურჯდება ან მომწვანო-ლურჯ შეფერილობას იღებს, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე.
ფეხის სიგრძე — 5-15 სმ, სიგანე — 1,5-4, ცილინდრული ან ძირში გამსხვილებული. ფერი — ყვითელი-წითელი. ზედაპირზე ახასიათებს წითელი წინწკლები.
ჰიმენოფორი ყვითელია, მოგვიანებით ყვითელი-ზეთისხილისფერი, ზეთისხილისფერი, მომწვანო-ყვითელი, ფორები მომრგვალებული, ვიწრო, მწვანე, შემდგომში — ნარინჯისფერი, აგურისფერი, დაჭერისას ლურჯდება.
სპორების ფხვნილი მურა-ზეთისხილისფერია, სპორები თითისტარისებრი, გლუვი, 15×5 მკმ.
გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ციმბირში, დასავლეთ ციმბირში და სამხრეთ შორეულ აღმოსავლეთში.
მიკორიზას ქმნის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან (წიფელი, მუხა, ნაძვი, სოჭი), ურჩევნია მჟავე ნიადაგი. გვხვდება ხავსიან და ბალოტიან ადგილებშიც.
სეზონი — მაისის შუა პერიოდიდან ოქტომბრამდე, მასიურად მოდის ივლისის თვეში.
მოხმარებამდე აუცილებელია მისი სათანადოდ მომზადება,[4] ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, სოკო უნდა მოიხარშოს 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ნახარში წყალი გადაიღვაროს,[5] წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, ასევე ამავე მიზეზით, მისი გახმობა რეკომენდირებული არაა.
საჭმელი სოკოები:
არასაჭმელი სოკოები:
შხამიანი სოკოები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.