From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლეტუსისებრნი (ლათ. Boletaceae) — ბაზიდიუმიანი სოკოების ოჯახი. ნაყოფსხეული შედგება ჰომოგენური ქუდისა და ცენტრალური ან ექსცენტრული ფეხისგან. ხორცოვანი და გახმობის დროს ლპობადი სოკოებია. ჰიმენოფორი მილისებრია, მრავალი სახეობისა ადვილად ცალკევდება ქუდის რბილობისაგან (გამონაკლისია Gurodon-ისა და Boletinus-ის გვარების წარმომადგენლები), გაშლილია განვითარების დასაწყისიდან ან თავიდანაა დახურული კერძო საბურველით. მილების ფორები სწორი ან მომრგვალო ფორმისაა, ზოგჯერ . კუთხოვანი, წაგრძელებული ან ლაბირინთისებრი. სპორების ფხვნილი მოყვითალო, მოყვითალო-მომწვანო, ყვითელ-წითელი, ზეთისხილისფერ-ყავისფერი, ჟანგმიწისფერ-ყვითელი, ვარდისფერი ან მოწითალოა. იზრდებიან ნიადაგზე, იშვიათად ხეზე. სახეობების უმრავლესობა მიკორიზის შემქმნელია.[1]
ბოლეტუსისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დათვისსოკო | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Boletaceae Chevall. (1828) | ||||||||||||
სინონიმები | ||||||||||||
| ||||||||||||
|
როლფ ზინგერის Agaricales in Modern Taxonomy-ის მეოთხე გამოცემის (1986) თანახმად, ოჯახში შედის 26 გვარი და 415 სახეობა.[2] Dictionary of the Fungi-ში (მე-10 გამოცემა, 2008) აღნიშნულია ოჯახის 35 გვარი და 787 სახეობა.[3] 2000-იან წლებში ჩატარებული მოლეკულური ფილოგენეტიკური კვლევების შემდეგ ბოლეტუსისებრთა ტაქსონომია კიდევ შეიცვალა; მანფრედ ბინდერისა და დეივიდ ჰიბეტის 2006 წლის გამოცემაში აღიარებულია 38 გვარი.[4] გვარების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ადრეულ გვართა (Boletus, Leccinum, Xerocomus) დაყოფის შემდეგ.[5] 2014 წლის კოლეგიურ ნაშრომში (ვუ და სხვები) გამოქვეყნდა ქვეოჯახის დონის შვიდი ძირითადი კლადა და 59 გვაროვნული ხაზი, მათ შორის ახალი ქვეოჯახები (Austroboletoideae, Chalciporoideae, Leccinoideae და Zangioideae) და 22 ახალი პოტენციური გვარი.[6] მოლეკულური ფილოგენიით უცნობი გვაროვნული ხაზების ოფიციალური სახელების მინიჭების მიზნით, აღიწერა რამდენიმე ახალი გვარი აზიიდან, ევროპიდან და ჩრილოეთ ამერიკიდან, მათ შორის Baorangia,[7] Butyriboletus,[8] Caloboletus,[9] Exsudoporus,[10] Imperator[11] and Rubroboletus.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.