ნუში (ლათ. Amygdalus) — მცენარეთა ქვეგვარი ვარდისებრთა ოჯახის ქლიავისებრთა ქვეოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 სახეობამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი — ჩვეულებრივი ნუში (ლათ. Prunus communis) კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10 აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. არჩევენ მის ტკბილ და მწარეთესლიან, თხელ და სქელნაჭუჭა ფორმებს. თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელიც ტკბილ ფორმებში ოდნავ შეიმჩნევა. გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე. მისი გაველურებული ფორმები ქმნის რაყას. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში (ლათ. Prunus georgica), ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში, სოფელ სათაფლესთან (წარსულში მალხაზიანი, კრასნოგორსკი, აზამბური) და ქოჩორას მთის დასავლეთ კალთებზე ხევებში. გვხვდება ქართლშიც — ქარელთან, ტირიფონის ველზე სოფელ ხურვალეთთან, სამთავისთან, კასპთან. მისი გამოყენება შეიძლება ფერდობების გასამაგრებლად, ატმის, ტკბილი ნუშის, ქლიავისა სხვა კურკოვანი მცენარეების საძირედ.

სწრაფი ფაქტები ნუში, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ნუში

ჩვეულებრივი ნუში ყვავილობისას
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
ქვეგვარი:  ნუში
ლათინური სახელი
Prunus subgen. Amygdalus (L.) Focke, 1894
სინონიმები
დახურვა

ნუში სინათლის მოყვარული, გვალვა- და შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე ზღვის დონიდან 800-1600 მ (ბუხარის ნუში 2500 მ-მდე ადის), ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. იზრდება მცირე ჯგუფებად (3-4 წამონაზარდიდან), რომლებიც ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან. იზრდება ბუჩქის ან მცირე ზომის ხის სახით მოწითალო ფერის ტოტებით. აღწევს 3-8 მეტრს, ლანცეტისმაგვარი ფოთლებით, რითაც ალუბალს ემსგავსება. მშრალი თესლი (ნუშის გული) შეიცავს 54% ცხიმს, 21% აზოტოვან ნივთიერებებს, 13% უაზოტო ნივთიერებებს, 4% უჯრედის, 6% წყალს და 2% ნაცარს.

მეტი ინფორმაცია ნუშის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა 2010-ში, ჯამში მსოფლიოში ...
ნუშის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა
2010-ში[1]
ქვეყანაწარმოება
(მილიონი ტონა)
მოსავალი
(ტონა/ჰექტარზე)
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები1.414.85
ესპანეთის დროშა ესპანეთი0.224.08
ირანის დროშა ირანი0.160.93
მაროკოს დროშა მაროკო0.100.98
იტალიის დროშა იტალია0.0861.11
სირიის დროშა სირია0.0731.64
ტუნისის დროშა ტუნისი0.0630.32
თურქეთის დროშა თურქეთი0.0553.23
ალჟირის დროშა ალჟირი0.0441.47
ჩინეთის დროშა ჩინეთი0.0383.1
ჯამში მსოფლიოში2.511.5
დახურვა


2010 წლის მონაცემებით მსოფლიოში იწარმოება 2.51 მილიონი ტონა, მათ შორის ყველაზე დიდი მწარმოებელია ამერიკის შეერთებული შტატები — 1.41 მილიონი ტონა წელიწადში.[2] ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში ნუშის ზეთის გამოსახდელად — ღვინის შესაფერავად, კონიაკის წარმოებაში. ნუშის ზეთს ხმარობენ კულინარიაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში, ნუშის ქატოს - კოსმეტიკაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.