From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფრი როი რაში (ინგლ. Geoffrey Roy Rush; 6 ივლისი, 1951, ტუვუმბა) — ავსტრალიელი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარის (1997),[2] ოქროს გლობუსის (1997, 2005), პრაიმტაიმის ემის (2005), BAFTA-ს (1997, 1999, 2011), ტონის (2009)[3] და კინომსახიობთა გილდიის (1997, 1999, 2005, 2011) ჯილდოები. 2012 წელს დასახელდა „წლის ავსტრალიელად“.[4][5][6] ჯეფრი რაში პირველი მსახიობია, რომელმაც ერთ როლში მიიღო ოსკარი, BAFTA, Critics' Choice Movie Award, ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.
ჯეფრი რაში | |
---|---|
ჯეფრი რაში 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Geoffrey Rush |
დაბადების სახელი | ჯეფრი როი რაში |
დაბადების თარიღი |
6 ივლისი, 1951 ტუვუმბა, კუინზლენდი, ავსტრალია |
რეზიდენცია | კამბერუელი, ვიქტორია, ავსტრალია[1] |
სხვა სახელები | ჯეფ რაში |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
ალმა-მატერი | კუინზლენდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1971-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯეინ მენელაუსი (იქ. 1988) |
ჯილდოები |
დაიბადა ტუვუმბაში, კუინზლენდში როი რაშისა და მერლ ბიშოფის ოჯახში.[7][8] მას შემდეგ რაც მათი მშობლები განქორწინდნენ, დედამ იგი საცხოვრებლად ბრიზბენში წაიყვანა.[9] კუინზლენდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1970 წელს,[10] რაშმა მუშაობა დაიწყო კუინზლენდის თეატრალურ კომპანიაში.
1975 წელს გადავიდა პარიზში, სადაც ეუფლებოდა სამსახიობო ოსტატობას. ავსტრალიაში დაბრუნებისთანავე განაგრძო თეატრალური კარიერა 1977 წელს.[7] მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სპექტაკლებში, მათ შორის შექსპირის პიესებში.
რაშის დებიუტი კინოში შედგა 1981 წლის ფილმში „ჰუდვინკი“ (ინგლ. Hoodwink). საყოველთაო აღიარება მოპოვა დევიდ ჰელფგოტის როლის შესრულებით ფილმში „ბრწყინვალება“ (1996), რისთვისაც გადაეცა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ოსკარი.
მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „შეყვარებული შექსპირი“ (1998), „ელისაბედი“ (1998), „საბრალონი“ (1998), „მარკიზ დე სადის კალამი“, (2000), „ფრიდა“ (2002), „პიტერ სელერსისი ცხოვრება და სიკვდილი“ (2004), „მეფის სიტყვა“ (2010), „საუკეთესო შეთავაზება“ (2013), „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმების სერია და სხვა.
2014 წელს, ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ავსტრალიის მთავრობამ ჯეფრი რაშს ავსტრალიის ორდენის კომპანიონის წოდება მიანიჭა.[11]
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1981 | ფ | ჰუდვინკი | Hoodwink | დეტექტივი 1 |
1981 | ს | მენოტი | Menotti | პიტერ ფულერი |
1982 | ფ | ვარსკვლავური დიდების სინდრომი | Starstruck | — |
1987 | ფ | მეთორმეტე დღე | Twelfth Night | სერ ენდრიუ ეიგუჩიკი |
1995 | ფ | როგორ გავხდეთ აბორგენი? | Dad and Dave: On Our Selection | დეივ რადი |
1996 | ფ | ბრწყინვალება | Shine | დევიდ ჰელფგოტი |
1996 | ს | მერკური | Mercury | ბილ უაიტი |
1996 | ფ | რევოლუციის ბავშვები | Children of the Revolution | ზაქარი უელში |
1997 | ს | — | Frontier | დევიდ კოლინზი |
1997 | ფ | ოსკარი და ლუსინდა | Oscar and Lucinda | მთხრობელი |
1998 | ფ | — | A Little Bit of Soul | გოდფრი აშერი |
1998 | ფ | ელისაბედი | Elizabeth | ფრენსის უოლსინგემი |
1998 | ფ | საბრალონი | Les Misérables | ინსექტორი ჟავეტი |
1998 | ფ | შეყვარებული შექსპირი | Shakespeare in Love | ფილიპ ჰენსლოვი |
1999 | ფ | იდუმალი ადამიანები | Mystery Men | კაზანოვა ფრანკენშტეინი |
1999 | ფ | ღამის მოჩვენებების სახლი | House on Haunted Hill | სტივენ პრაისი |
2000 | ფ | ჯადოსნური პუდინგი | The Magic Pudding | ბუნიპ ბლუგამი |
2000 | ფ | მარკიზ დე სადის კალამი | Quills | მარკიზ დე სადი |
2001 | ფ | მკერავი პანამიდან | The Tailor of Panama | ჰაროლდ „ჰარი“ პენდელი |
2001 | ფ | ლანტანა | Lantana | ჯონ ნოქსი |
2002 | ფ | ფრიდა | Frida | ლევ ტროცკი |
2002 | ფ | ბანგერის დები | The Banger Sisters | ჰარი პლამერი |
2003 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა | Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl | ჰექტორ ბარბოსა |
2003 | ფ | ცურვა დინების საწინააღმდეგოდ | Swimming Upstream | ჰაროლდ ფინგლეტონი |
2003 | ფ | ნედ კელი | Ned Kelly | ფრენსის ჰეირი |
2003 | ფ | შეუწყნარებელი სისასტიკე | Intolerable Cruelty | დონოვან დონელი |
2003 | ფ | ნემოს ძიებაში | Finding Nemo | ნაიჯელი |
2003 | ფ | ჰარვი კრამპეტი | Harvie Krumpet | მთხრობელი |
2004 | ფ | პიტერ სელერსისი ცხოვრება და სიკვდილი | The Life and Death of Peter Sellers | პიტერ სელერსი |
2004 | ს | კეტი და კიმი | Kath & Kim | ჯეფი |
2005 | ფ | მიუნხენი | Munich | ეფრაიმი |
2006 | ფ | კენდი | Candy | კასპერი |
2006 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი | Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest | ჰექტორ ბარბოსა |
2007 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული | Pirates of the Caribbean: At World's End | ჰექტორ ბარბოსა |
2007 | ფ | ელისაბედი: ოქროს ხანა | Elizabeth: The Golden Age | ფრენსის უოლსინგემი |
2008 | ფ | 9.99 დოლარი | $9.99 | ანგელოზი |
2009 | ფ | მშვენიერი ახალი დღე | Bran Nue Dae | ბენედიქტის მამა |
2009 | ფ | ღამის გუშაგთა ლეგენდები | Legend of the Guardians: The Owls of Ga'Hoole | — |
2010 | ფ | მეფის სიტყვა | The King's Speech | ლიონელ ლოგი |
2010 | ფ | — | Lowdown | მთხრობელი |
2010 | ფ | მეომრის გზა | The Warrior's Way | რონი |
2011 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე | Pirates of the Caribbean: On Stranger Tides | ჰექტორ ბარბოსა |
2011 | ფ | მწვანე ლამპარი | Green Lantern | ტომარ-რე |
2011 | ფ | შტორმის თვალი | The Eye of the Storm | ბეზილ ჰანტერი |
2013 | ფ | საუკეთესო შეთავაზება | The Best Offer | ვირჯილ ოლდმენი |
2013 | ფ | წიგნის ქურდი | The Book Thief | ჰანს ჰუბერმანი |
2014 | დფ | ერთობა | Unity | მთხრობელი |
2015 | ფ | ქალიშვილი | The Daughter | ჰენრი |
2015 | ფ | მინიონები | Minions | მთხრობელი |
2015 | ფ | არ გაუშვა | Holding the Man | ბერი |
2016 | ფ | ეგვიპტეს ღმერთები | Gods of Egypt | რა |
2017 | ფ | უკანასკნელი პორტრეტი | Final Portrait | ალბერტო ჯაკომეტი |
2017 | ს | გენიოსი | Genius | ალბერტ აინშტაინი |
2017 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან | Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales | ბარბოსა |
2019 | ფ | ბიჭი-გრიგალი | Storm Boy | მაიკ კინგსლი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.