Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიზბენი (ინგლ. Brisbane) — ქალაქი ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატის დედაქალაქი. ქმნის მუნიციპალურ წარმონაქმნს — „ქალაქი ბრიზბენი“. იგი სიდიდის მიხედვით მესამე ქალაქია ავსტრალიაში და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდი კუინზლენდში. ნავსადგური მდინარე ბრიზბენის შესართავის (მორტონის ყურე) ახლოს. შედიან საზღვაო გემები. სარკინიგზო კვანძი. ქალაქს სახელი ეწოდა სერ ტომას მაკდუგალ ბრიზბენის პატივსაცემად, რომელიც ახალ სამხრეთ უელსს 1821-1825 წლებში მართავდა. ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლისთვის შეადგენდა 1 041 839 ადამიანს[3]. ხოლო ქალაქის აგლომერაციაში მოსახლეობის რაოდენობა 2013 წლისათვის შეადგენდა 2 238 394 ადამიანს[4].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრიზბენი ინგლ. Brisbane | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
შტატი | კუინზლენდი | ||||
კოორდინატები | 27°28′04″ ს. გ. 153°01′40″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1824 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1925 | ||||
ფართობი | 5904,8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 041 839 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 176,44 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2 238 394 (2013 წელი) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10 | ||||
სატელეფონო კოდი | 0721[1] [2] , 0722[1] [2] , 0723[1] [2] , 0724[1] [2] , 0725[1] [2] , 0726[1] [2] , 0727[1] [2] , 0729[1] [2] , 0730[1] [2] , 0731[1] [2] , 07321[1] [2] , 07322[1] [2] , 07323[1] [2] , 07324[1] [2] , 07325[1] [2] , 07326[1] [2] , 07327[1] [2] , 07329[1] [2] , 07330[1] [2] , 07331[1] [2] , 07332[1] [2] , 07333[1] [2] , 07334[1] [2] , 07335[1] [2] , 07336[1] [2] , 07337[1] [2] , 07339[1] [2] , 0734[1] [2] , 0735[1] [2] , 0737[1] [2] , 07381[1] [2] , 07382[1] [2] , 07383[1] [2] , 07384[1] [2] , 07385[1] [2] , 07386[1] [2] , 07387[1] [2] , 07389[1] [2] და 0739[1] [2] | ||||
ოფიციალური საიტი | brisbane.qld.gov.au | ||||
მდებარეობს ავსტრალიის აღმოსავლეთში, მდინარე ბრიზბენის (აქედანაა ქალაქის დასახელება) და წყნარი ოკეანის მორტონის ყურის ნაპირზე. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკული ოკეანურია. შედის მსოფლიო გლობალური ქალაქების პირველ ასეულში. დიდი ბრისბენი აწარმოებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 9 %-ს[5].
დაარსებულია სახელწოდებით ედენგლასი 1825 წელს[6]. 1859 წლიდან — კუინზლენდის შტატის დედაქალაქი.
ბრიზბენის კლიმატი ახლოა სუბტროპიკულთან. ქალაქში არსებობს ხანგრძლივი ნოტიო სეზონი, რომელიც გრძელდება წლის უდიდეს პერიოდში, და უფრო გრილი მშრალი სეზონი, რომელიც გრძელდება ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, და რომელიც ხასიათდება უფრო დაბალი ტემპერატურით და ნალექების ნაკლები რაოდენობით. მშრალი სეზონისთვის დამახასიათებელია თბილი დღეები და გრილი, იშვიათად სუსტი სისუსხის, ღამეები. ბრიზბენში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1940 წლის 26 იანვარს, და შეადგინა 43,3 °C.
ქალაქი დამოკიდებულია წვიმებზე. თუ წვიმებს აქვთ სტიქიური უბედურების ხასიათი, მაშინ ბოლომდე ივსება ქალაქში ჩამდინარე მდინარე ბრიზბენის კალაპოტი და ხდება წყალდიდობა.
თანამედროვე ბრიზბენის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ავსტრალიელი აბორიგენები.
1823 წელს მკვლევართა ჯგუფი ჯონ ოკსლის ხელმძღვანელობით დაეშვა მდინარე ბრიზბენზე ქვევით და მივიდა ნიშნულზე, რომელიც დღეისათვის ცნობილია, როგორც ბრიზბენის ბიზნეს-ცენტრი.
1824 წელს აქ დაფუძნდა გადასახლებულთა კოლონია, ხოლო 1842 წელს, როდესაც ეს კოლონია გაუქმდა, ქალაქმა დაიწყო სწრაფი განვითარება.
კუინზლენდის შტატი შეიქმნა 1859 წელს, და ბრიზბენი, რომელმაც სახელი გენერალ ტომას მაკდუგალ ბრიზბენის პატივსაცემად მიიღო, გამოცხადდა მის დედაქალაქად.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბრიზბენი არ იყო ქალაქი. ის წარმოადგენდა ოც ცალკეულ მუნიციპალიტეტს, და მხოლოდ 1925 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი.
დღეისათვის ბრიზბენი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია ავსტრალიაში, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში მიიღო მულტიეროვნული ქალაქის სტატუსი.
ბრიზბენს მოსახლეობის ზრდის სიჩქარით უკავია პირველი ადგილი ავსტრალიაში და მეორე ადგილი მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, 1999 წლიდან 2004 წლის ჩათვლით პერიოდში ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა 11,5 %-ით.
2001 წლის აღწერის შედეგად, ბრიზბენის მოსახლეობის 21 %-ს შეადგენენ უცხოელები, ქალაქის მოსახლეობის 1,7 % — აბორიგენია. ქალაქის მოსახლეობის 86,5 %-ისთვის ინგლისური ენა — ძირითადი (მშობლიური) ენაა, დანარჩენი 13,5 % ინგლისურს ხმარობს, როგორც მეორე ენას. ქალაქში გავრცელების მხრივ ინგლისურის შემდეგ მოდის ჩინური ენა, მას მოსდევს ვიეტნამური და იტალიური ენები. ქალაქში ასევე ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან წამოსული ბევრი ადამიანი.
ბრიზბენის აეროპორტი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილის ბოლოში, მგზავრთა გადაყვანის მხრივ იგი მესამე აეროპორტია ავსტრალიაში სიდნეის და მელბურნის აეროპორტების შემდეგ[8]. აეროპორტში ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ტერმინალები, ასევე სატვირთო ტერმინალი და ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.
1885 წლიდან 1969 წლის ჩათვლით ქალაქში არსებობდა ბრიზბენის ტრამვაის ქსელი. ქსელის მაქსიმალური განვითარების პერიოდში (1952 წელი) გზის სიგრძე შეადგენდა 109 კმ-ს, ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა გადაყვანილი იქნა 1944 წლიდან 1945 წლამდე პერიოდში. მან შეადგინა თითქმის 160 მილიონი ადამიანი.
დასასვენებლად ბრიზბენში ყველაზე უფრო პოპულარული ადგილებია — პარკები, კერძოდ, Roma Street Parkland, Mount Coot-tha, South Bank Parkland და Brisbane City Botanic Gardens (დიდი ბოტანიკური ბაღი, დაყოფილი ცალკეულ სექტორებად).
საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროს ქალაქს ჰქვია Brisbane City Centre და მოიცავს მრავალრიცხოვან „ბიზნეს-წერტილებს“, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მაღაზიების ჩათვლით, ავტოსერვიზებს და ასე შემდეგ, სამხრეთ სანაპიროს ჰქვია South Bank და მოიცავს დასვენებისთვის მრავალრიცხოვან ადგილებს, მათ შორის ზემოთ უკვე ნახსენები South Bank Parkland, City Beach, სერ ტომას ბრიზბენის პლანეტარიუმი და სხვა მრავალი.
გავრცელებულია წყალში ყვინთვა აკვალანგით, მათ შორის ჩაყვინთვა ხელოვნურ და ბუნებრივ რიფებთან[9].
ბრიზბენს ჰყავს 9 დამეგობრებული ქალაქი, აქედან 8 მდებარეობს აზიაში:[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.