ხაშმის სამების ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაშმის სამების ეკლესია ან კაწარეთის სამება — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას[1].

საეპისკოპოსო კათედრა
კაწარეთის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენდა ფეოდალური ხანის საეპისკოპოსო ცენტრს კახეთში. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ კუხებისა და სუჯების ტომთა წარმართული რელიგიის ცენტრი იყო. გადმოცემით, ქართველთა განმანათლებელმა ნინომ აქ მიაღებინა ქრისტიანობა კუხ და სუჯ მთავრებს და მათ ქვეშევრდომებს. ქართული საეკლესიო იერარქიაში კაწარელი ეპისკოპოსი რიგით მეოცედ იხსენიებოდა.
ძეგლის აღწერა
ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენიმეჯერ საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.