From Wikipedia, the free encyclopedia
სუჯები — ჰერული მოდგომის ტომი. ქართული, სომხური და ანტიკური წყაროებით (ლეონტი მროველი, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, მოვსეს ხორენაცი, ეღიშე, უხტანესი, მხითარ აირივანელი, პლინიუსი). სუჯები მოსახლეობდნენ მდინარე ივრის შუა დინების აუზში. ანტიკური ხანის მწერლების მიერ მოხსენიებული „სოდები“ (Sodi) და სომხური წყაროების „წოდები“ ქართული წყაროების „სოჯები“ ან „სუჯები“ უნდა იყვნენ. სუჯების პოლიტიკური და კულტურულ-ეთნიკური შერწყმა აღმოსავლურ ქართულ ტომებთან — ქართებთან და კახებთან — ძალზე ადრე დაიწყო. განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ეს პროცესი ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისიდან. ამ დროს წარმოიქმნა ქართლის (იბერია) სახელმწიფო, რომელიც მონათესავე და უშუალოდ მოსაზღვრე ჰერული მოდგმის ტომებს თავისი გავლენის სფეროში აქცევდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის ეს პროცესი ძირითადად დასრულდა. ქართ-კახებთან კულტურულ-ეთნოგრაფიული პოლიტიკური შერწყმა განსაკუთრებით განამტკიცა ჰერეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობისა და ქართული ეკლესიის გავლენის გავრცელებამ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.