ქართები, იბერები — ისტორიული ქართლის (იბერიის) მოსახლეობის, ქართული ტომების აღმოსავლური შტოს სახელწოდება. ანტიკურ მსოფლიოში ქართები ცნობილი იყვნენ „იბერების“ ან „აღმოსავლეთის იბერების“ სახელით („დასავლეთის იბერებისაგან“, პირენეს მცხოვრებთაგან განსასხვავებლად). ლაპარაკობდნენ საკუთრივ ქართულ ენაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველური ენების (ქართული, ზანური, სვანური) ფუძეენის დიფერენციაციის შედეგად.

Thumb
ქართლი (იბერია) — ქართების სამეფო

ქართები უძველესი ხანიდან ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ, სამხრეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთის რაიონების ტერიტორიაზე.

თანამედროვე ტერმინი „ქართჷ“, რომელსაც თბილისის აღანიშნავად იყენებენ მეგრელ-ჭანები, ლაზები, სვანები, ასევე აფხაზები („კარტ“), არის ძველი ქართლის რეგიონის სახეცვლილი ვარიანტი. თბილისს მემკვიდრეობით ერგო მცხეთის ზედსახელი „ქართი“, რომელიც ძველი ქართლის სამეფოს ქალაქის - მცხეთის ციტადელის თავდაპირველი სახელი იყო.

თბილისმა ეს დასახელება, საერთო აღმოსავლური დასახელებიდან V-VI საუკუნეებში მიიღო, მაშინ როცა ქართ-მეგრულ-სვანურ-აფხაზურ-ლაზური საერთო სახელმწიფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970
  • მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986.  გვ. 458.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.