From Wikipedia, the free encyclopedia
ხაიშო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში.[1] მდებარეობს კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.[2]
სოფელი | |
---|---|
ხაიშო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალსოფელი |
კოორდინატები | 42°11′12″ ჩ. გ. 45°03′48″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1360 მ |
მოსახლეობა | 1[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზოგიერთი მონაცემის საფუძველზე სოფელს ადრე მუხუდოსაც ეძახდნენ. სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთისა და ბარის დამაკავშირებელ გზაზე. იგი ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე იყო თიანეთის მხარის თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, განსაკუთრებით X–XI საუკუნეებში, როდესაც თიანეთი კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. აქვე გადიოდა ეგრეთ წოდებული „ცხვრის გზაც“. სოფელი ხაიშო ჯერ კახეთის საერისთავოში, ხოლო შემდეგ თიანეთის სამოურავოში შედიოდა, ეპარქიულად კი ალავერდს ექვემდებარებოდა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ხაიშოში, არაგვისა და ივრის ხეობის ზემო წელიდან ჩამოსული ფშაველები დასახლებულან. ფშავიდან ხაიშოში მოსახლეობის მიგრაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდა.[3]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.