Remove ads
სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
ციხესულორი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი, ვანიდან 3 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ციხესულორი | |
სოფლის სკოლა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ციხესულორი |
კოორდინატები | 42°05′39″ ჩ. გ. 42°29′07″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1135[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ციხესულორი იყოფა ორ უბნად — ზედა და ქვედა ციხესულორად. 1981 წელს ზედა ციხესულორი შეუერთდა ქალაქ ვანს, 2000 წელს კი მიენიჭა სოფლის სტატუსი და ციხესულორის თემში გაერთიანდა, ასევე სოფლის სტატუსის მქონე ქვედა ციხესულორთან (თემის ცენტრი) ერთად.[2] მოგვიანებით ზედა და ქვედა ციხესულორი კვლავ ერთ სოფლად გაერთიანდა.[3]
სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები, ე. წ. ნაციხვარი, სადაც ადრინდელი, შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა. ციხის მიდამოებში 1973-1975 წლებში გათხრებს აწარმოებდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი რაზმი მარინე მიწიშვილის ხელმძღვანელობით. კლდოვან მასივზე აღმოაჩენილ იქნა ელინისტური პერიოდის კედლის ნაშთი, კოლხური სასმისები, ყურმილიანი დოქები, სარიტუალო ქოთნები და ქვის ბირთვის ფორმის საბრძოლო ჭურვები, რომელიც, ყველა ნიშნით, სამხრეთიდან იყო გასროლილი ქალაქისკენ.
2012 წელს სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აწარმოა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურმა ექსპედიციამ, პროფესორ გურამ ყიფიანის ხელმძღვანელობით, რის შედეგად სოფელში აღმოაჩინეს ანტიკური ქალაქის სურიონის ნამარხი ფენები, ანტიკური კრამიტები, არქეოლოგიური დეტალები, კერამიკის ნიმუშები, ბრინჯაოს სამაჯურები და კოლხური კულტურის სხვა ნაშთები.[4]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1135 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.