შამგონა
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
შამგონა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] ზუგდიდიდან 10 კმ. იგი მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეული საქართველოს ერთადერთი კუნძულია, რომელზეც ცალკე დასახლებული პუნქტია გაშენებული.
Remove ads
შამგონა ესაზღვრება გალის მუნიციპალიტეტის სოფლებს — სიდასა და თაგილონს. ეს პატარა კუნძული XVII საუკუნის ნახევარში წყალდიდობის შედეგად წარმოიშვა. წინათ შამგონის ტერიტორია ნახევარკუნძულს წარმოადგენდა. წარსულში კუნძული დაფარული ყოფილა ტყით და უნაყოფო ვენახით, რომელსაც „შამგუს“ უწოდებდნენ. ვენახის სახელწოდების მიხედვით „შამგონად“ იწოდა.
კუნძულზე მოსახლეობა XVII საუკუნის მიწურულს გაჩნდა. გადმოცემით პირველი მოსახლე გვარად მიჯგვარია ყოფილა. XVIII საუკუნის შუა ხანებში დაარსდა ეკლესია, რომელიც შემდგომში ერთ-ერთი წყალდიდობის დროს დანგრეულა. ეკლესია კვლავ აშენდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე.
Remove ads
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1605 ადამიანი.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads