სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ქსოვრისი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ქსოვრისი, ვარდისუბანი).[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი. მცხეთიდან 22 კმ., ქსნის რკინიგზის სადგურიდან 15 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობა, მეფრინველეობის ფაბრიკა. ქსოვრისის სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფელი ვაზიანი.
სოფელი | |
---|---|
ქსოვრისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქსოვრისი |
კოორდინატები | 41°58′40″ ჩ. გ. 44°31′21″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1268[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფელი ქსოვრისი ისტორიული ძეგლია მუხრანის ვაკეზე. სოფელი უძველესი დროიდანვე წარმოადგენდა ქსნის ხეობის მნიშვნელოვან დასახლებას. არაბი ისტორიკოსი ბელაძორის ცნობით, არაბებს სხვა მხარეებთან ერთად გარკვეული პირობით ქსოვრისიც დამორჩილებია. ქსოვრისის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ქსოვრისზე გადიოდა „საქალაქო გზა“. აქ იღებდა სათავეს ე. წ. საგლახო რუ, რომელიც XVIII საუკუნეშიც მოქმედებდა. XVI საუკუნიდან სოფელი წილკნელის სამწყსოში და მუხრანბატონთა სათავადოში შედიოდა. ამავე ხანიდან ქსოვრისში ყმა-მამულის გარკვეულ ნაწილს ფლობდნენ რატიშვილები, ელიზბარაშვილები და გლურჯიძეები.
XVIII საუკუნეში ქსოვრისი ლეკთა თარეშის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების ერთ-ერთ ბასტიონად იქცა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლის განაყოფმა, აზნაურმა ზურაბ რატიშვილმა, რისთვისაც მას სამეფო კარმა თავადობა უბოძა. 1723 წელს ქსოვრისში დაბანაკდა ვახტანგ VI, რომელიც აქედან ხელმძღვანელობდა ლეკთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. 1732 წლის დეკემბერში ქსოვრისს ლეკები დაესხნენ თავს. გივი ამილახვარმა და თარხან ლუარსაბმა მტერი დაამარცხა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1268 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1502[2] |
2014 | 1268 |
სოფელში შემორჩენილია XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი რატიშვილების ციხე-დარბაზის ნანგრევები და ეკლესია. სოფლის განაპირას აღმართულია ცილინდრული კოშკი. XIX საუკუნეში დანგრეული სასახლის ადგილზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენეს. ციხე სამიარუსიანი იყო. მისი ერთადერთი ოთხსართულიანი საბრძოლო კოშკი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია აღმართული. კოშკის ქვედა სართულში ჭაა. ზედა სართული საბრძოლო ბაქანია, მეორე და მესამე სართულები საცხოვრებლად იყო გამოყენებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.