From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიის ისტორია — წარმოადგენს დროს უძველესი ისტორიიდან დღემდე. ძვ. წ. 1000 წლისთვის ცივილიზაციებმა გამოიყენეს ტექნოლოგიები, რომლებიც დღეისთვის ქიმიის სხვადასხვა დარგების საფუძვლებს წარმოადგენენ. მაგალითად ჭურჭლის და ჭიქების დამზადება, მადნიდან ლითონების მოპოვება, სპირტული დუღილით ღვინის და ლუდის დამზადება, მცენარეებისგან ქიმიკატების მოპოვება მედიცინისა და სუნამოებისთვის, ცხიმის საპონად გარდაქმნა, მინის და ბრინჯაოს მსგავსი შენადნობების დამზადება.
ქიმიის წინამორბედი, ალქიმია წარუმატებელი გამოდგა მატერიის ბუნებისა და მისი გარდაქმნების ახსნაში. ექსპერიმენტების ჩატარებით და შედეგების ჩაწერით, ალქიმიკოსები მივიდნენ თანამედროვე ქიმიამდე. განსხვავება დაიწყო მაშინ, როდესაც რობერტ ბოილმა თავის 1661-წლის ნაშრომში „The Skeptical Chymist“ ქიმიასა და ალქიმიას შორის, განსხვავებები გამოაჩინა.
ქიმიის ისტორია გადახლართულია თერმოდინამიკის ისტორიასთან, განსაკუთრებით უილარდ გიბსის მუშაობის შედეგად.[1]
სამხრეთ აფრიკაში ბლომბოსის მღვიმეში 100 000-წლის ოჩხერის გადამამუშავებელი სახელოსნო იქნა აღმოაჩინენილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადრეულ ადამიანებს ქიმიაზე ჰქონდათ ელემენტარული ცოდნა. მათ ქიმიის ცოდნაზე ასევე მიუთითებს გამოქვაბულის ნახატები,მათ შესაქმნელად ისინი ცხოველების სისხლს აზავებდნენ მღვიმის კედლებზე ნაპოვნ სხვა სითხეებთან.[2][3]
ადამიანის მიერ პირველი ნაპოვნი და ჩაწერილი ლითონი ოქროა. ოქრო მიეკუთნება კეთილშობილ ლითონებს ამიტომაც ის ბუნებაში სუფთა სახითაც მოიპოვება. მცირე რაოდენობით ბუნებრივი ოქრო აღმოაჩინეს ესპანურ გამოქვაბულებში, რომლებიც გამოყენებულია გვიან პალეოლითის ხანაში, ძვ.წ. 40 000 – იან წლებში.[4]
ძველ კულტურებში ვერცხლი, სპილენძი, კალა და მეტეორიტული რკინა შეზღუდული რაოდენობით მეტალის დამუშავების საშუალებას იძლეოდა[5]. მეტეორიტული რკინისგან დამზადებული ეგვიპტური იარაღი ძვ.წ. დაახლოებით 3000 – იან წლებში იყო ძალიან ფასეული, ეწოდებოდა როგორც „ხანჯლები ზეციდან“.[6]
სავარაუდოდ, პირველი ქიმიური რეაქცია, რომელიც კონტროლირებადი გახდა, იყო ცეცხლი. ამასთან, ათასწლეულების განმავლობაში ცეცხლი მხოლოდ მისტიკური ძალად ითვლებოდა, რომელსაც შეეძლო სითბოსა და შუქის წარმოქმნისას ერთი ნივთიერება სხვად გადაექცია (ხის დაწვა ან მდუღარე წყალი). ცეცხლი დიდ გავლენას ახდენდა ადრეული საზოგადოებების ბევრ ასპექტზე. ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების უმარტივესი ასპექტებიდან იწყებოდა, მაგალითად, გათბობა და განათება, უფრო მოწინავე გამოყენებამდე, მაგალითად, ლითონების გამოდნობა, ჭურჭლის, აგურის და ხელსაწყოების დამზადება.
ცეცხლის საშუალებით მოხდა, შუშის აღმოჩენა და ლითონების უფრო სუფთა სახით მიღება. რასაც თავისმხრივ, მოჰყვა მეტალურგიის განვითარება.[7] მეტალურგიის ადრეულ ეტაპზე, მეტალების განწმენდის მეთოდები იძებნებოდა, ხოლო ოქრო, რომელიც ძველ ეგვიპტეში ძვ.წ. 2900 წლის დასაწყისში იყო ცნობილი, ძვირფასი ლითონი გახდა.
გარკვეული ლითონების მოპოვება შესაძლებელია მათი მადანიდან, მარტივად საჭიროა მხოლოდ მათი ცეცხლში გაცხელება: განსაკუთრებით ამ ხერხით მოიპოვება კალა, ტყვია და (უფრო მაღალ ტემპერატურაზე) სპილენძი. ეს პროცესი უწოდებენ გამოდნობის პროცესს. უძველესი მეტალურგიული ნიმუშები თარიღდება ძვ. წ. VI და ძვ. წ. V ათასწლეულებით და ნაპოვნია სამ არქეოლოგიურ ადგილებში, სამივე მათგანი მდებარეობს სერბეთში. დღემდე, უძველესი გადადნობილი სპილენძი გვხვდება ბელოვოდში.[8] ამ მაგალითში იგულისხმება სპილენძის ნაჯახი რომელიც თარიღდება ძვ.წ. 5500 წლიდან.[9] ადრეული ლითონების სხვა ნიშნები გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან ისეთ ადგილებში, როგორებიცაა პალმელა(პორტუგალია), ლოს მილარესი(ესპანეთი) და სტოუნჰენჯი(გაერთიანებული სამეფო).
დალაგებულია ქრონოლოგიურად:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.