Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სერ უილიამ რამზაი, რემზი (დ. 2 ოქტომბერი, 1852, გლაზგო — გ. 23 ივლისი, 1916, ჰაი-უიკომი) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1913). ბრისტოლის უნივერსიტეტისა (1880) და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (1887-1913) პროფესორი, რომლის პირველი შრომები მიეძღვნა მოლეკულურ ფიზიკას (იკვლევდა ბროუნის მოძრაობას, ნივთიერების კრიზისულ მდგომარეობას). განსაზღვრა თუთიის ატომური მასა (1884). დაასინთეზა პირიდინი აცეტილენისა და ციანწყალბადისაგან (1887). შექმნა ზედაპირული დაჭიმულობის სიდიდის მიხედვით მოლეკულური მასის განსაზღვრის მეთოდი (1893). ჯონ უილიამ რელეისთან ერთად აღმოაჩინა არგონი (1894). გამოყო ჰელიუმი (1895). მ. ტრევერზთან ერთად აღმოაჩინა კრიპტონი, ქსენონი და ნეონი (1898). ამ შრომებისათვის რამზაის მიანიჭეს ნობელის პრემია (1904). 1910 წელს გამოიგონა მიკროსასწორი (სიზუსტე 10-9). რამზაის უკანასკნელი შრომები მიეძღვნა ელემენტების რადიოაქტიურ გარდაქმნებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.