Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლონდონის უნივერსიტეტი (ინგლ. University of London) (აბრევიატურა ლონდ (ინგლ. Lond) ან ლონდინ (ინგლ. Londin)) - კოლეგიური[შენიშვნა 1] ფედერალური კვლევითი უნივერსიტეტი ლონდონში, ინგლისი. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით უნივერსიტეტი აერთიანებს 18 აკადემიურ ინსტიტუციას,[9] აკადემიური მენეჯმენტის სტრუქტურასა და კვლევით ინსტიტუტს.[10] უნივერსიტეტში სწავლობს 161,270 კამპუსში მოსწავლე სტუდენტი, რასაც ემატება 52,000 ადამიანი, რომლებიც განათლებას დისტანციურად იღებენ. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი გაერთიანებულ სამეფოში.
ლონდონის უნივერსიტეტი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
University of London | ||||||||||||
ლათ. Universitas Londiniensis | ||||||||||||
ლონდონის უნივერსიტეტი, სენატის შენობა | ||||||||||||
ლონდონის უნივერსიტეტის გერბი | ||||||||||||
დაფუძნდა | 1836 | |||||||||||
ტიპი | საჯარო | |||||||||||
კანცლერი | პრინცესა ანა | |||||||||||
ვიცე-კანცლერი | პროფესორი პიტერ კოპელმანი[1] | |||||||||||
სტუდენტი |
213,270 (161,270 შიდა[2] და 52,000 გარე)[3] | |||||||||||
მისამართი | University of London, Senate House, Malet Street, London, WC1E 7HU | |||||||||||
მდებარეობა | ლონდონი | |||||||||||
ქალაქი | ლონდონი | |||||||||||
ქვეყანა | ინგლისი | |||||||||||
ტელეფონი | +44-20-7636-8000 და +44-2076368000 | |||||||||||
ფერები |
| |||||||||||
კავშირები | Jisc[4] , Digital Preservation Coalition[5] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , International Federation of Library Associations and Institutions[7] და International Council for Open and Distance Education[8] | |||||||||||
london.ac.uk |
უნივერსიტეტი დაარსდა სამეფო სიგელის საფუძველზე 1836 წელს, როგორც ხარისხის მიმნიჭებელი საგამოცდო ორგანო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და კინგს კოლეჯის სტუდენტებისთვის. სამეფო სიგელის თანახმად, [ლონდონის უნივერსიტეტი ასრულებს საგამოცდო ფუნქციას] „სხვა მსგავსი ინსტიტუციებისთვის, [...] , რომლებიც შექმნილია განათლების მიზნით მეტროპოლისის შიგნით ან ჩვენი გაერთაინებული სამეფოს სხვა ადგილებში“.[11] ამ სიგელის საფუძველზე ლონდონის უნივერსიტეტს გააჩნია პრეტენზია იყოს სიძველით მესამე უნივერსიტეტი ინგლისში, თუმცა მესამე ადგილს დარემის უნივერსიტეტი ეცილება.[12][შენიშვნა 2][13] უნივერსიტეტმა შეიძინა ფედერალური სტრუქტურის სახე გარდაიქმნა 1900 წელს. [14] დღეს უნივერსიტეტი მოქმედებს მეოთხე (1863) სამეფო სიგელის საფუძველზე[15] და იმართება ლონდონის უნივერსიტეტის 1994 წლის აქტის საფუძველზე. [16]
გაერთიანებულ სამეფოში ლონდონის უნივერსიტეტი გახდა პირველი აკადემიური დაწესებულება, რომელმაც შემოიღო გამოცდები ქალებისთვის 1869 წელს,[17] ხოლო ათი წლის შემდეგ - პირველმა დაუშვა ქალებისთვის სამეცნიერო ხარისხის მინიჭება. [18] 1948 წელს ის გახდა პირველი ბრიტანული უნივერსიტეტი, რომლის ვიცე-კანცლერი (მთავარი აღმასრულებელი) გახდა ქალი. [შენიშვნა 3] უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის ასევე ბრიტანეთში უძველესი სასწავლო ჰოსპიტალი.
პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი დაყოფილია რამდენიმე ფედერალურ ერთეულად, რომლის შემადგენელი ნაწილები ანიჭებენ საკუთარ ხარისხებს, მაგრამ ამავდროულად რჩებიან ერთიანი ფედერალური სტრუქტურის ნაწილად. სტუდენტების მიღების თვალსაზრისით 2016-2017 წლებში უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ერთეულებია:[19] ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ქინგს კოლეჯი, სიტი, ქვინ მერი, ბირკბეკი, როიალ ჰოლოვეი და გოლდსმიტსი. თითოეულ უნივერსიტეტში სწავლობს 9,000 სტუდენტზე მეტი.
უფრო მცირე უნივერსიტეტებს მიეკუთვნება აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლა (SOAS), სენტ ჯორჯი (სამედიცინო), სამეფო ვეტერინალური კოლეჯი, ლონდონის ბიზნეს სკოლა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა, სიტყვისა და დრამის სამეფო ცენტრალური სკოლა, მუსიკის სამეფო აკადემია, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტი და კიბოს კვლევის ინსტიტუტი. ლონდონის იმპერიული კოლეჯი შედიოდა უნივერსიტეტის შემადგენლობაში 1907 წლიდან და დამოუკიდებელი გახდა 2007 წელს,[20] ხოლო ჰეიტროპის კოლეჯი შედიოდა ლონდონის უნივერსიტეტის შემადგენლობაში 1970 წლიდან მის დახურვამდე 2018 წელს. [21] ლონდონის სიტის უნივერსიტეტი არის ლონდონის უნივერსიტეტის სისტემის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რომელიც სისტემას 2016 ელიდ 1 სექტემბერს წელს შეუერთდა. [22]
2015 წლის მონაცემებით ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა 2 მილიონამდე ადამიანმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,[23] მათ შორის 12 მონარქი ან სამეფო ოჯახის წევრი, 52 პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, 84 ნობელის პრემიის ლაურეატი,[შენიშვნა 4] 6 გრემის ჯილდოს მფლობელი, 2 ოსკარის მფლობელი, 3 ოლიმპიური ოქროს მფლობელი და რამდენიმე სახელმწიფოს "Pater Patriae" .[შენიშვნა 5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.