From Wikipedia, the free encyclopedia
ლი კუან იუ (დაბადებისას ჰარი ლი კუან იუ; დ. 16 სექტემბერი, 1923 — გ. 23 მარტი, 2015) — სინგაპურელი პოლიტიკოსი. იგი იყო სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას მართავდა სამი ათწლეულის განმავლობაში. აღიარებულია თანამედროვე სინგაპურის დამფუძნებელ მამად და ერთადერთ ლიდერად, რომელმაც შეძლო მთლიანი ქვეყნის მესამე სამყაროდან მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე გადაყვანა.[2][3][4][5][6]
ლი კუან იუ 李光耀 | |
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივნისი, 1959 – 28 ნოემბერი, 1990 | |
პრეზიდენტი | უილიამ გუდი (გუბერნატორი) იუსუფ ბინ ისჰაკი ბენჯამინ ჰენრი შირესი დევან ნაირი ვი კიმ ვი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | გო ჩოკ ტონგი |
დაბადებული | 16 სექტემბერი, 1923 სინგაპური, სთრეითს სეთლემენთსი |
გარდაცვლილი | 23 მარტი, 2015 (91 წლის) სინგაპურის მთავარი ჰოსპიტალი, სინგაპური |
რელიგია | აგნოსტიციზმი[1] |
ლიმ დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1950 წელს გახდა ბარისტერი. იყო ჩამოყალიბებული ორატორი. სამი ენის — ინგლისურის, მანდარინისა და მალაიურის ფლობა საშუალებას აძლევდა გავლენა მოეხდინა პოლიეთნიკურ და მულტიკულტურულ აუდიტორიაზე. მისი მმართველობისას სინგაპურის შესამჩნევი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ლის ხშირად აკრიტიკებდნენ სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვისა (საპროტესტო გამოსვლებისა და მედიის კონტროლი) და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე სარჩელების შეტანის გამო, თუმცა იგი აცხადებდა, რომ ასეთი ავტოკრატული მეთოდები საჭირო იყო პოლიტიკური სტაბილურობისათვის, რაც კანონის უზენაესობასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებს განაპირობებდა.[7] სინგაპურის მეორე პრემიერ-მინისტრმა, გო ჩოკ ტონგმა 1990 წელს ლი უფროსი მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, შემდეგ კი დაიკავა მისი შვილის, ლი ჰსიენ ლუნგის მიერ შექმნილი მენტორი მინისტრის პოსტი, როდესაც ეს უკანასკნელი ქვეყნის მესამე პრემიერ-მინისტრი გახდა 2004 წლის აგვისტოში. ლი კუან იუს მინისტრის პოსტი 50 წელზე მეტ ხანს ეკავა, რის მიხედვითაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ისტორიაში.
ლი გარდაიცვალა 2015 წლის 23 მარტს სინგაპურის გენერალურ ჰოსპიტალში, სადაც მან თვეზე მეტი გაატარა პნევმონიის გართულების გამო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.