From Wikipedia, the free encyclopedia
იუსუფ ბინ ისჰაკი (მალ. Yusof bin Ishak; დ. 12 აგვისტო, 1910, ტერონგი, მალაიზია — გ. 23 ნოემბერი, 1970, სინგაპური) — სინგაპურელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. სინგაპურის პირველი პრეზიდენტი (1965-1970 წწ.).
იუსუფ ბინ ისჰაკი 'يوسف بن إسحاق ' | |
სინგაპურის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აგვისტო, 1965 – 23 ნოემბერი, 1970 | |
პრემიერ-მინისტრი | ლი კუან იუ |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ბენჯამინ შირესი |
დაბადებული | 12 აგვისტო, 1910 ტერონგი, მალაიზია |
გარდაცვლილი | 23 ნოემბერი, 1970 სინგაპური |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
დაიბადა წარმოშობით სუმატრელი გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის ოჯახში. 1933 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სინგაპურში.
1929 წლიდან ჟურნალისტურ კარიერას ეწევა, დააარსა ჟურნალი „სპორტსმენი“. 1932 წლიდან მუშაობდა მალაიურ გაზეთ „ვარტა მელაიუ“-ში, სადაც მალე მიიღო მთავარი რედაქტორის მოადგილის თანამდებობა. 1938 წელს კოლეგებთან ერთდ დააარსა საგამომცემლო „უტუსან მელაიუ“. იგივე სახელი ეწოდა გაზეთსაც, რომლის პირველი რედაქტორიც თავად გახდა. იაპონიის მიერ ოკუპაციის დროს (1942-1945 წწ.) იგი იმყოფებოდა მალაიზიაში. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სინგაპურში და კვლავ გააგრძელა საგამომცემლო საქმე.
1959 წლიდან სინგაპურის გუბერნატორად დანიშნეს. 1965 წლიდან სინგაპურის პრეზიდენტი და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო რექტორია.
გარდაიცვალა თანამდებობაზე 1970 წლის 23 ნოემბერს. დაკრძალულია კრანჯის სახელმწიფო სასაფლაოზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.