უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია

From Wikipedia, the free encyclopedia

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (ინგლ. International Association of Universities (IAU) ) — უმაღლესი განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს წევრები. იგი მოიცავს 130-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს და ორგანიზაციას.[1] IAU არის იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი. [2] მისი სამდივნო დაფუძნებულია პარიზში და მდებარეობს იუნესკოს შტაბ-ბინაში.

სწრაფი ფაქტები უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია, შეიქმნა ...
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
Thumb
შეიქმნა 1950
ტიპი არასამთავრობო
ქალაქი პარიზი, საფრანგეთი
www.iau-hesd.net
დახურვა

ისტორია

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა იუნესკოს ეგიდით 1950 წლის 9 დეკემბერს ნიცაში, უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენციის დროს. მისი მიზანი იყო და რჩება მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის წახალისება.

მმართველობა

ასოციაციის მმართველი ორგანოებია გენერალური ასამბლეა და ადმინისტრაციული საბჭო. გენერალური კონფერენცია, რომელიც იმართება ხუთ წელიწადში ერთხელ, კენჭისყრით ირჩევს ადმინისტრაციულ საბჭოს, რომელიც შედგება პრეზიდენტისა და 14 წევრისაგან.[3] სამდივნო ახორციელებს მმართველი ორგანოების მიერ მიღებულ სტრატეგიას.

წევრები

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია ითვლის 600-ზე მეტ წევრს (დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფილიალებსა და ასოცირებულ კომპანიებს) მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.