From Wikipedia, the free encyclopedia
ფარსმანი — ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის 50-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლის ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეორე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო კაოსი.[2] ქართამი, ქართლის ცხოვრების მიხედვით, გარდაიცვალა იმავე წელს და თითქმის იმავე დროს, როდესაც მისი ძმა ბარტომი,[3] ფარსმანმა მემკვიდრეობა მიიღო მამისგან არმაზს, მისმა ბიძაშვილმა კაოსმა ბარტომისგან მცხეთას. ქართული ქრონიკები მას «იარვანდ სომხის ვასალად» თვლის.
ხოლო ადერკისით-გან ესე მეფენი იყუნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა, უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა, ყოველთა მტერთა მათთა ზედა: მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი-იგი მეფე იარვანდ, და[4]) დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მიუღო საზღუარი ქართლისა, ქალაქი წუნდა, და არტანი მტკურამდე, და დასხნა წუნდას შინა კაცნი მხეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდას სახელად ქაჯატუნი, რომელი ითარგმნების დევთა-სახლი: და ვერ ეძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღუარი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს: დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ, და შიდა ქალაქსა[5]) არმაზელ.[6]
ფარსმან I არმაზელი | |
---|---|
ქართლის (იბერიის) მეფე | |
მმართ. წლები: | 72–87[1] |
წინამორბედი: | ქართამი |
მემკვიდრე: | აზორკი |
შვილები: | აზორკი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
გ. მელიქიშვილის აზრით ამ წყვილის ზეობა ძვ. წ. II ს-ის 50-იან წლებში უნდა ყოფილიყო.
პ. ინგოროყვას მიხედვით სერაფიტის სტელის წარწერაში დაცულია ცნობა, რომ ქართლის (იბერიის) მეფე ფარსმანის თანამედროვე არმაზელი პიტიახშის რომაული ზედწოდება იყო პუბლიკი აგრიპა. სწორედ ამ წყვილს მიჩნევს ავტორი ფარსმან/კაოსის წყვილად. მისი აზრით, კაოსი ლათინური სახელწოდების ქართული შემოკლებული ვარიანტია, რომლის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. აქედან გამომდინარე პ. ინგოროყვას აზრით, ფარსმან/კაოსის წყვილს ახ. წ. I-II სს.-ში უნდა ემეფა.[2]
ქართამ პირველი შემდგომად ერთისა წლისა გარდაიცვალა და იქმნა ადგილსა მისსა ძეჲ მისი ფარსმან პირველი თანა-ზიარ მეფობისა ბარტომ მეორისა. ამათ აქვნდათ ბრძოლანი სხვასა და სხვასა ჟამსა მავალნი, ვითარცა მოიხსენების ზემორე წიგნსა ამას შინა მოთხრობასა შინა ამათისა მეფობისასა და იყვნეს ესენი ურთიერთისა მიმართ ფრიადისა სიყვარულითა და ძლიერნი ძალითა, ამატსა მეფობასა შინა ყოვლითურთ განდიდებულ და განძიერებულიყო ივერია. და გარდაიცვალა ბარტომ მეორეცა ოცდა მერვესა შინა წელსა მეფობისა მისისასა და იქმნა მის წილ მეფედ ძე მისი კაოს პირველი თანა-ზიარ მეფისა ფარსმანისა. ხოლო მიტრიდატ ივერი იყო ძმაჲ ამა ფარსმან პირველისა, რომელიცა ჰფლობდა შეწევნითა რომაელთათა და ძმისა თჳსისა ფარსმანისათა დიდსა სომხითსა. შემდგომად კაოს პირველისა გამეფებისა კვალად იმეფა ფარსმანმან და კაოსმან ერთად ათხუთმეტი წელი; ხოლო ფარსმანმან იმეფა წელნი 43.[7]
მას ჰყავდა ერთადერთი ძე:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.