გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილი (დ. 30 დეკემბერი, 1918, თბილისი — გ. 27 მარტი, 2002, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1965-1999), პროფესორი (1956). სკკპ წევრი 1946 წლიდან.
გიორგი მელიქიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1918[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი[1] |
გარდ. თარიღი | 27 მარტი, 2002 (83 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა Socialist Soviet Republic of Georgia ასფსრ სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინური პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
გიორგი მელიქიშვილმა 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად (1944 წლიდან). 1961 წლიდან ხელმძღვანელობდა ძველი ისტორიის განყოფილებას. 1999-2002 წლებში ისტორიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.
მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე მელიქიშვილმა გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — კოლხეთის სამეფოს და დიაოხის — ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძველი ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის კვლევა-ძიების ხაზით მელიქიშვილმა დაამუშავა კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის, ძვ. აღმოსავლურ და ანტიკურ საზოგადოებებში ფორმებისა და კლასობრივი სტრუქტურის საკითხები. ამ საზოგადოებების სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას მელიქიშვილი ახასიათებს ტიპოლოგიურად როგორც „წინაფეოდალურს“ („პროტოფეოდალურს“), ხოლო სტადიალურად — როგორც „ადრეკლასობრივს“.
ლენინური (1957), საქართველოს სსრ სახელმწიფო (1982) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
თხზულებები
- უძველეს კლასობრივ საზოგადოებათა სოციალურ-ეკონომიკური წყობის პრობლემა, თბილისი, 2003;
- ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში, თბილისი, 1999;
- ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი, 1998
- ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973
- საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ. 1965
- როგორ ამეტყველდნენ ლურსმული წარწერები, თბილისი, ნაკადული, 1961;
- Урартские клинообразные надписи, М., 1960
- К истории древней Грузии, Тб., 1959.
- საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის, თბ., 1955
- Наири-Урарту, Тб.,1954
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- გიორგაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 558.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.