Remove ads

უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს. 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ერთა თასი.

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სწრაფი ფაქტები დაარსდა, რეგიონი ...
უეფა-ს ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატის თასი
დაარსდა 1960
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 24 (ფინალურ ეტაპზე)
54 (საკვალიფიკაციო ეტაპზე)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა ესპანეთი
(4 ტიტული)
მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის დროშა ესპანეთი
(4 ტიტული)
ვებ-საიტი ოფიციალური საიტი
დახურვა

ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს (მასპინძელ ქვეყანას/ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ ჩემპიონატის საგზური). ტურნირის ფინალურ ფაზაში 16 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 16-ჯერ ჩატარდა და ათმა ქვეყანამ შეძლო ჩემპიონობა. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, გამარჯვება შეძლეს გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებებმა. ევროპის მოქმედი ჩემპიონია იტალია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 ფინალში მასპინძელი გუნდი დაამარცხა პენალტების სერიაში.

Remove ads

ისტორია

დასაწყისი

პირველად, პანევროპული საფეხბურთო ტურნირის ჩატარების იდეა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ანრი დელონეს გაუჩნდა 1927 წელს. თუმცა რეალურად პირველი გათამაშება დელონეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდა.[1][2] სწორედ ანრი დელონეს სახელობისაა უეფა-ს ჩემპიონატის თასი.[3] ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საბჭოთა ნაკრების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პარიზში გამართულ ფინალში იუგოსლავია დაამარცხა, ანგარიშით 2–1.[4][5]

Thumb
1968 წლის გამარჯვებული იტალიელები საფოსტო მარკაზე

1964 წელს, ჩემპიონატს ესპანეთმა უმასპინძლა. ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა კვლავაც უცვლელი დარჩა, თუმცა გაიზარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა – 17-დან 29-მდე.[6] ფინალში, მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, ესპანეთმა დაამარცხა საბჭოთა კავშირის ნაკრები, ანგარიშით 2–1.[7]

ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა 1968 წელსაც: მას იტალიამ უმასპინძლა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.[8][9] ამ გათამაშების მსვლელობისას, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად გადაწყდა მატჩის ბედი მონეტის აგდებით (იტალიისა და საბჭოთა კავშირის ნახევარფინალური შეხვედრა);[10] ასევე პირველად და უკანასკნელად დაინიშნა გადათამაშება (პირველი ფინალური შეხვედრა იტალიასა და იუგოსლავიას შორის ფრედ დასრულდა).[11] საკვალიფიკაციო ეტაპზე ამჯერად 31 გუნდი მონაწილეობდა.[12]

1972 წელს ჩემპიონატს ბელგიამ უმასპინძლა და დასავლეთ გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა,[13] 1976 წელს იუგოსლავიაში ჩატარებული ჩემპიონატი კი ჩეხოსლოვაკიის ტრიუმფით აღინიშნა.[14] ამ წელს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველად დაინიშნა პენალტების სერია (ფინალში).[15]

8-გუნდიანი ფორმატი

Thumb
მიშელ პლატინი

1980 წელს ჩემპიონატში მონაწილე გუნდთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ტურნირი ორ ჯგუფად ჩატარდა და ფინალში ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები, მესამე ადგილისათვის მატჩში კი – მეორეადგილოსნები შეხვდნენ.[16][17] რომის სტადიო ოლიმპიკოს სტადიონზე გამართულ ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა დაამარცხა ბელგიის ნაკრები და თავისი მეორე ევროპული ტიტული მოიგო.[18]

1984 წელს თავისი პირველი ტიტული მოიგო საფრანგეთმა. ფრანგთა კაპიტანმა მიშელ პლატინიმ 5 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სარეკორდოა.[19][20] ამ წელს კვლავ განიცადა ცვლილება ფორმატმა: ამჯერად, ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ნახევარფინალიდან აგრძელებდნენ ასპარეზობას.[19] გაუქმდა მატჩი მესამე ადგილისათვის.[19]

1988 წელს ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდა და ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, რომელშიც ჰოლანდიელებმა საბჭოთა ნაკრები დაამარცხეს,[21] მარკო ვან ბასტენმა ულამაზესი გოლი გაიტანა.[22]

1992 წელს შვედეთში გამართული ჩემპიონატი დანიის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა დანიამ ვერ შეძლო, ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი ჯგუფის გამარჯვებული, იუგოსლავია, ტურნირიდან მოიხსნა იუგოსლავიაში დაწყებული ომების გამო.[23][24] ფინალში, დანიელებმა გერმანელები დაამარცხეს იენსენისა და კიმ ვილფორტის გოლებით – 2–0.[25]

16-გუნდიანი ფორმატი

1996 წლის გათამაშებას ინგლისმა უმასპინძლა. ამ წელს გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.[26] ჩემპიონატი გერმანიის გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც ფინალში ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები დაამარცხა ოლივერ ბირჰოფის მიერ გატანილი „ოქროს გოლით“.[27][28]

Thumb
საფრანგეთისა და იტალიის გუნდები 2000 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე

2000 წლის ჩემპიონატი პირველი იყო, რომელსაც ორმა ქვეყანამ ერთად უმასპინძლა – ნიდერლანდებმა და ბელგიამ.[29][30] ტურნირის ფინალში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთმა, დაამარცხა იტალიის ნაკრები დავიდ ტრეზეგეს „ოქროს გოლით“.[29][30][31]

2004 წელს ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში გაიმართა. საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც მანამდე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (1980), დაამარცხა საფრანგეთი,[32] ჩეხეთი „ვერცხლის გოლით“[33][34] და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ პორტუგალიას შეხვდა და ანგელოს ხარისტიასის გოლით თავისი პირველი ევროტიტული მოიპოვა.[35]

2008 წლის გათამაშებას ავსტრიამ და შვეიცარიამ უმასპინძლეს. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატს ორმა ქვეყანამ უმასპინძლა.[36] ფინალი გაიმართა ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, სადაც ესპანეთის ნაკრებმა ფერნანდო ტორესის ერთადერთი გოლით დაამარცხა გერმანია და თავისი მეორე ტიტული მოიგო.[37][38]

2012 წელს ევროპის ჩემპიონატს პოლონეთმა და უკრაინამ უმასპინძლეს. ტურნირი 8 ივნისიდან 1 ივლისამდე მიმდინარეობდა.[39] ესპანეთმა ფინალში დაამარცხა იტალიის ნაკრები 4–0 და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და, ასევე, პირველი გუნდი, რომელმაც, მიყოლებით, სამი საერთაშორისო ტურნირი მოიგო (ევრო 2008, ფიფა 2010, ევრო 2012).[40]

24-გუნდიანი ფორმატი

2016 წლის გათამაშება საფრანგეთში გაიმართა.[41] 2016 წლის და შემდეგი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო.[42]

Remove ads

თასი

Thumb
ძველი თასი (1960-2004)

თასს, რომლითაც ევროპის ჩემპიონი ჯილდოვდება, ანრი დელონეს თასი ეწოდება. ჯილდოს ეს სახელი, უეფა-ს პირველი გენერალური მდივნის, ანრი დელონეს, პატივსაცემად ჰქვია. სწორედ მას გაუჩნდა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების იდეა.[3] გამარჯვებულ ქვეყანაში თასი 4 წლით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე, რჩება.

2008 წლის გათამაშებისათვის ახალი, განახლებული თასი, დამზადდა. თასი, რომელიც ვერცხლისგანაა დამზადებული, 8 კილოგრამს იწონის და 60 სანტიმეტრის სიმაღლისაა.[43]

ფორმატი

კვალიფიკაცია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინალურ ეტაპამდე დაახლოებით 2 წლით ადრე, ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწყება.

უეფა-ს კომიტეტი საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდებს ჯგუფებში ანაწილებს. კენჭისყრისათვის გამოიყენება ე.წ. „განთესვის“ პრინციპი. უფრო ძლიერი ნაკრებები ხვდებიან პირველ კალათში, ნაკლებად ძლიერები მეორე კალათში და ასე ნაწილდებიან გუნდები ექვს კალათში. ეს დამოკიდებულია გუნდების მიერ უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ნაჩვენებ შედეგებზე. კენჭისყრის მონაწილენი ყოველი კალათიდან იღებენ თითოეულ გუნდს და ასე იქმნება ჯგუფი. ამის შემდეგ კალათიდან გუნდების ამოღების პროცესი ხელახლა იწყება და ასე გრძელდება ყველა ჯგუფის შევსებამდე.

ევრო 2012-ზე სულ ცხრა საკვალიფიკაციო ჯგუფი იყო: ექვსი 6-გუნდიანი და სამი 5-გუნდიანი. გუნდი ორ შეხვედრას მართავს ჯგუფის ყველა წევრთან: საკუთარ მოედანზე და სტუმრად. მოგებისათვის ნაკრებს ერიცხება 3 ქულა, ფრესათვის – 1 ქულა, მარცხისათვის – 0 ქულა. თამაშების დასრულების შემდეგ ჯამდება გუნდების ქულები. ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორე-ადგილოსანი პირდაპირ ხვდებიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ხოლო დანარჩენი რვა მეორე-ადგილოსანი ერთმანეთში ინაწილებს ჩემპიონატის ოთხ საგზურს ოლიმპიური სისტემით.

Thumb
Map of countries' best results

ფინალური ეტაპი

ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის კენჭისყრაზე გამოიყენება იგივე „განთესვის“ პრინციპი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრისას. ნაკრებები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში ნაწილდებიან. გუნდები ჯგუფის თითოეულ წევრთან თითო მატჩს მართავენ (სულ 3 მატჩი), რის შემდეგადაც ჯამდება ქულები და ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები გადიან პლეი-ოფში.

პლეი-ოფში რვა გუნდი მონაწილეობს. აქედან ჩემპიონატი გრძელდება ოლიმპიური სისტემით: დამარცხებული ეთიშება ტურნირს. იმ შემთხვევაში, თუ მატჩში ფრე დაფიქსირდა, ინიშნება დამატებითი დრო, ხოლო შემდეგ პენალტების სერია, თუ დამატებით დროშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული.

მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატზე არ იმართება მატჩი მე-3 ადგილისათვის.

Remove ads

სტატისტიკა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads