სოფელი გორის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ტყვიავი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მარანა, ფლავი, ფლავისმანი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს. გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 770 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი. 1921 წლისთვის ტყვიავი იყო გორის მაზრაში არსებული რაიონის ცენტრი, რომელშიც რამდენიმე თემი ერთიანდებოდა.
სოფელი | |
---|---|
ტყვიავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტყვიავი |
კოორდინატები | 42°09′28″ ჩ. გ. 44°03′59″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 770 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2413[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1903 წლის 12 მაისს სოფელში გლეხებმა განიხილეს ქუთაისის გუბერნიის გლეხთა რევოლუციური მოძრაობის საკითხი. გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მამასახლისის მიერ დაწესებული გადასახადის გადახდაზე.
1905 წლის 16 დეკემბერს რევოლუციონერების ჯგუფმა განაიარაღა სოფლის პოლიციის ზედამხედველთა საგუშაგო. ტყვიავის მოსახლეობამ არ აცნობა ხელისუფლებას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ამის გამო ტყვიავის მაზრის მოსახლეობა მთავრობამ 500 მანეთით დააჯარიმა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2413 ადამიანი.
ტყვიავში დაიბადნენ:
წარმოშობით ტყვიავიდან არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2004–2006) ირაკლი ოქრუაშვილი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.