From Wikipedia, the free encyclopedia
ტრიპლე-ფრონტერა (ესპ. La Triple Frontera; პორტ. Tríplice Fronteira) — სამმაგი საზღვარი სამხრეთ ამერიკაში, პარაგვაის, არგენტინასა და ბრაზილიას შორის, მდინარე იგუასუსა და პარანის შერწყმის ადგილას. ამ არეალში განთავსებულია ქალაქები: სიუდად-დელ-ესტე (პარაგვაი), პუერტო-იგუასუ (არგენტინა) და ფოზ-დუ-იგუასუ (ბრაზილია). ახლოსვე მდებარეობს იგუასუს ჩანჩქერი და იტაიპუს კაშხალი.
სამმაგი საზღვრის მოსახლეობა თავს იყრის სამ ქალაქში. მათ შორის უდიდესია პარაგვაის ქალაქი სიუდად-დელ-ესტე, სადაც 2010 წლის მონაცემებით 390 000 ადამიანი ცხოვრობს, ბრაზილიის ფოზ-დუ-იგუასუში 300 000, ყველაზე პატარა კი არგენტინის ქალაქი პუერტო-იგუასუა 82 000 მცხოვრებით. არეალში მნიშვნელოვანია არაბი და აზიელი იმიგრანტების წილი, რომელთა საერთო რაოდენობაც 50 000-ს აღწევს.[1]
სამმაგი საზღვარი მნიშვნელოვანი ტურისტული არეალია. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ე. წ. „ძმობის ხიდი“, რომელიც ერთმანეთთან არგენტინის ქალაქ პუერტო-იგუასუსა და ბრაზილიის ქალაქ ფოზ-დუ-იგუასუს აკავშირებს. სამივე ქვეყნის მხარეს აღმართულია ობელისკი, რომელიც იმ ქვეყნის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, რომლის მხარესაც მდებარეობს. თითოეული ამ ობელისკიდან შესაძლებელია სამივე ქვეყნის ტერიტორიის დანახვა.
25°35′33″ ს. გ. 054°35′35″ დ. გ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.