From Wikipedia, the free encyclopedia
იგუასუ (პორტ. Rio Iguaçu; ესპ. Río Iguazú) — მდინარე ბრაზილიასა და არგენტინაში; პარანის მნიშვნელოვანი შენაკადი. მდინარის სიგრძე 1 320 კმ-ია, აუზის ფართობი 62 000 კმ².
იგუასუ | |
---|---|
მდინარე პირდაპირ იგუასუს ჩანჩქერის თავზე | |
ქვეყანა | ბრაზილია, არგენტინა |
სიგრძე | 1 320 კმ |
აუზის ფართობი | 62 000 კმ² |
იგუასუ ვიკისაწყობში |
იგუასუ სათავეს ბრაზილიაში, პარანის შტატში იღებს, სერა-დუ-მარის სანაპირო მთებში. იგუასუ პარანის შტატის ტერიტორიაზე, დასავლეთის მიმართულებით 1 205 კმ-ზე მიედინება. ქვემო დინებაში პლატოზე მიედინება, სადაც წარმოქმნის სახელგანთქმულ ჩანჩქერ იგუასუს, რომელიც ორი ქვეყნის — ბრაზილიისა და არგენტინის ტერიტორიებზე ექცევა. საბოლოოდ, იგუასუ მდინარე პარანას უერთდება, სწორედ იმ ადგილას სადაც ყალიბდება სამი ქვეყნის საზღვარი — არგენტინის, ბრაზილიისა და პარაგვაის, რომელსაც ტრიპლე-ფრონტერას უწოდებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.