From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), აგრეთვე ცნობილი როგორც ტამპლიერები (ფრანგ. Templiers — მეტაძრეები) ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[3] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).
ტამპლიერები ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები Pauperes commilitones Christi Templique Salomonici Hierosolymitanis | |
---|---|
ტამპლიერების დროშა | |
აქტიური | დაახ.1119–1312 |
ქვეყანა | იერუსალიმის სამეფო |
ტიპი | კათოლიკური სამხედრო ორდენი |
როლი | ქრისტიან მომლოცველთა დაცვა, ბრძოლა მუსულმანების წინააღმდეგ |
რაოდენობა | 15,000–20,000 უმაღლეს პიკში, რომელთაგან 10 % იყო რაინდი [1][2] |
ალიანსი | რომის პაპი |
შტაბ-ბინა | ტაძრის მთა, იერუსალიმი, იერუსალიმის სამეფო |
მეტსახელი | მეტაძრეები |
მფარველი | ბერნარ კლერვოელი |
დევიზი | „არა ჩვენ, უფალო, არა ჩვენ, არამედ შენ სახელს მოჰფინე დიდება“ (ლათ. Non nobis Domine, non nobis, sed nomini tuo da gloriam) |
ფერები | თეთრი და წითელი |
თილისმა | ერთ ცხენზე მჯდარი ორი კაცი |
სამოსი | თეთრი მანტია წითელი ჯვრით |
ბრძოლები | ჯვაროსნული ლაშქრობები |
მეთაურები | |
პირველი დიდი მაგისტრი | ჰიუგ დე პეინი |
უკანსაკნელი დიდი მაგისტრი | ჟაკ დე მოლი |
კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდიდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.
1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ბევრი მონაწილე დაბრუნდა დასავლეთში ან დაიღუპა, ხოლო აღმოსავლეთში მათ მიერ შექმნილ ჯვაროსნების სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი სამხედრო ძალა და ჭკვიანი სარდლობა, რომელიც დაიცავდა მათ სახელმწიფოს სხვა მტრებისგან. ამის შედეგი იყო ის, რომ წმინდა მიწაზე მიმავალ მომლოცველებს ხშირად თავს ესხმოდნენ მძარცველები და ძარცვავდნენ, ჯვაროსნებს კი მათი დაცვის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ. დაახლოებით 1119 წელს ფრანგმა დიდგვაროვანმა ჰიუგ დე პეინმა შეკრიბა რვა თავის ნათესავი რაინდი გოდფრუა დე სენტ-ომერის ჩათვლით და დააარსა ორდენი, რომლის მიზანიც იყო პილიგრიმების დაცვა ახლო აღმოსავლეთში და წმინდა მიწაზე. ამ ორდენს ეწოდებოდა „მათხოვარი რაინდები“. ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ორ რაინდს მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდა. სწორედ ამიტომ მათ მეხსიერებაში დიდხანს რჩებოდა სურათი - ერთ ცხენზე მჯდარი ორი კაცი. ორდენის საქმიანობის შესახებ, ისევე, როგორც თვით ორდენზე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი 1128 წლამდე, ტრუას საბჭომდე, რომელზეც ორდენი ოფიციალურად წარადგინეს, ხოლო მღვდელს-ბერნარს დაავლეს შეექმნა ორდენის წესდება.
შუა საუკუნეების ისტორიკოსი ვილჰელმ ტირის არქიეპისკოპოსი, იერუსალიმის სამეფოს კანცლერი, თავის ნაშრომში წარმოადგენს ორდენის შექმნის პროცესს:
თავისი არსებობის დასაწყისში ორდენს ევალებოდა მხოლოდ მომლოცველების დაცვა და პირველი რაინდები წარმოადგენდნენ რაღაც "სასულიერო ძმობის" მსგავსს. ორდენი ასევე იცავდა ქრისტეს საფლავს.
იერუსალიმის სამეფოს მმართველმა ბოლდუინ II-მ რაინდებს გამოუყო ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალ-აქსას მეჩეთში შტაბ-ბინის ნაცვლად. იმ დროიდან ორდენი იწოდებოდა, როგორც „ტაძრის ორდენი“, ხოლო რაინდები, როგორც ტამპლიერები. ტამპლიერები, რომლებიც ესწრებოდნენ ტრუას საბჭოს, წავიდნენ ინგლისში და საფრანგეთში ხალხის მათი ორდენისკენ გადმობირების მიზნით. მათ მიბაძეს გოდფრუა დე სენტ-ომერის მაგალითს და დაბრუნდნენ სამშობლოში.
ჰიუგ დე პეინმა მოიარა შამპანი, ანჟი, ნორმანდია, ფლანდრია, ასევე ინგლისი და შოტლანდია. გარდა იმისა, რომ ორდენმა მიიღო დიდი შემოწირულობა ნეოფიტებისაგან, ასევე მათ მიიღეს საკმაოდ დიდი მიწის ფართობები, რამაც უზრუნველყო მათი ეკონომიკური მდგრადობა დასავლეთში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში და განამტკიცა მათი „ეროვნული“ კუთვნილება, ორდენი ითვლებოდა ფრანგულად. ძალიან მალე ამ სასულიერო-რაინდული ორდენის წევრობის იდეამ დაიპყრო ლანგედოკისა და პირენეის ნახევარკუნძულის მოსახლეობა.
1139 წლის 29 მარტს რომის პაპმა ინოკენტი II-მ გამოსცა ქარტია სახელწოდებით „Omne Datum Optimum“, რომელშიც ეწერა, რომ ტამპლიერს შეეძლო თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გადაელახა ნებისმიერი ქვეყნის საზღვარი. ის თავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადისაგან და არ ემორჩილებოდა არავის.
1. | ჰიუგ დე პეინი (Hugues de Pay(e)ns) | 1118/9 — 24 მაისი, 1136/7 | |
2. | რობერ დე კრაონი (Robert de Craon) | ივნისი, 1137 — 13 იანვარი, 1149 | |
3. | ევერარ დე ბარი (Ev(e)rard des Barres) | 1149 — 1152 | |
4. | ბერნარ დე ტრომელე (Bernard de Tremelay) | ივნისი, 1152 — 16 აგვისტო, 1153 | |
5. | ანდრე დე მონბარი (André de Montbard) | 1153 — 17 იანვარი, 1156 | |
6. | ბერნარ დე ბლანკეფორი (Bertrand de Blanchefort) | 1156 — 2 იანვარი, 1169 | |
7. | ფილიპ დე მილი (Philippe de Milly de Nablus) | აგვისტო, 1169 — აპრილი, 1171 | |
8. | ოდო დე სენტ-ამანი (Odo de St Amand) | 1171 — 8 ოქტომბერი, 1179 | |
9. | არნო დე ტოროგა (Arnold de Torroja) | 1180 — 30 სექტემბერი, 1184 | |
10. | ჟერარ დე რიდფორი (Gérard de Ridefort) | 1185 — 4 ოქტომბერი, 1189 | |
11. | რობერ დე საბლე (Robert de Sablé) | 1191 — 23 სექტემბერი, 1193 | |
12. | ჟილბერ ერე (Gilbert Erail (Herail, Horal, Arayl)) | 1194 — 21 დეკემბერი, 1200 | |
13. | ფილიპ დე პლეზიე (Phillipe de Plessis) | 1201 — 12 თებერვალი, 1209 | |
14. | გიიომ დე შარტრი (Guillaume de Chartres) | 1210 — 25 (26) აგვისტო, 1219 | |
15. | პედრო დე მონტეგიუ (Pedro de Montaigu) | 1219 — 28 იანვარი, 1232 | |
16. | არმან დე პერიგორი (Armand de Périgord) | 1232 — 17 ოქტომბერი, 1244 | |
17. | რიშარ დე ბიური (Richard de Bures) | 1244/45 — 9 მაისი, 1247 | |
18. | გიიომ დე სონაკი (Guillaume de Sonnac) | 1247 — 11 თებერვალი, 1250 | |
19. | რენო დე ვიშიე (Renaud de Vichiers) | 1250 — 20 იანვარი, 1256 | |
20. | თომა ბერარი (Thomas Bérard) | 1256 — 25 მარტი, 1273 | |
21. | გიიომ დე ბოჟე (Guillaume de Beaujeu) | 13 მაისი, 1273 — 18 მაისი 1291 | |
22. | ტიბო გოდენი (Thibaud Gaudin) | აგვისტო, 1291 — 16 აპრილი, 1292 | |
23. | ჟაკ დე მოლი (Jacques de Molay) | აპრილი. 1292 — 22 მარტი, 1312 |
|author=
და |last=
(დახმარება) ;Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.