From Wikipedia, the free encyclopedia
სტერლითამაქის რაიონი (ბაშკ. Стәрлетамаҡ районы) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (რაიონი) და მუნიციპალური წარმონაქმნი (მუნიციპალური რაიონი) სახელწოდებით მუნიციპალური რაიონი სტერლითამაქის რაიონი (ბაშკ. Стәрлетамаҡ районы муниципаль районы), რომელიც შედის რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
სტერლითამაქის რაიონი ბაშკ. Стәрлетамаҡ районы | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | სტერლიტამაკი | ||||
კოორდინატები | 53°37′59″ ჩ. გ. 55°57′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 2221,60[1] კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 42 281 კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 19,08 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები, უკრაინელები, მორდველები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | 3473 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4531ХХ | ||||
ოფიციალური საიტი | str-raion.ru | ||||
| |||||
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სტერლითამაქი (არ შედის რაიონის შემადგენლობაში).
მუნიციპალური წარმონაქმნის ფართობი შეადგენს 2221,6 კმ²-ს.
სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენენ ნავთობის, სუფრის მარილის, კირქვის, ცემენტის თიხის, თაბაშირის, აგურის თიხის, კერამზიტული თიხის, აგურის ნედლეულის, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის, აგრონომიული ნედლეულის საბადოები. კლიმატი ზომიერად კონტინენტალური, თბილი და მშრალია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ბელაია შენაერთებით აშკადარი, სტერლია, კუგანაკომი. მდინარეების ჭალებში ხარობს ალვის ხიანი და მურყანიანი ტყეები მუხის, ცაცხვის და თელის შენარევებით, რომლებსაც უკავიათ რაიონის ტერიტორიის 5,1 %. გავრცელებულია ტუტე და ტიპური შავმიწა, მუქი სერი სუსტად პოდზოლირებული ნიადაგი.
რაიონი შეიქმნა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად გაუქმდა ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფა და შეიქმნა 48 რაიონი.
2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის თანახმად რაიონის მაცხოვრებლების ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: რუსები — 35,6 %, თათრები — 23,2 %, ბაშკირები — 21,6 %, ჩუვაშები — 12,3 %, უკრაინელები — 2,6 %, მორდველები — 2 %, სხვა ეროვნების წარმომადგენლები — 2,7 %[2].
სტერლითამაქის რაიონში 111 დასახლებული პუნქტია 20 სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში[3][4][5]
რაიონის ეკონომიკა მრავალდარგობრივია, წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ 189 818 ჰა, მათ შორის 129 312 ჰა — სახნავ-სათესია. სპეციალიზაცია კულტურული მცენარეების მიხედვით: მარცვლეული კულტურები, მზესუმზირის, კარტოფილის და ბოსტნეული კულტურების მოყვანა. მეცხოველეობა წარმოდგენილია სარძევე-სახორცე მესაქონლეობით, მეღორეობით, მეფრინველეობით.
2015 წლის 1 იანვრისთვის დარეგისტრირებულია: სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივები — 2, სახელმწიფო უნიტარული საწარმოები — 2, შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებები — 10, მუნიციპალური უნიტარული სასოფლო-სამეურნეო საწარმო — 1, გლეხური (ფერმერული) მეურნეობები — 78, მიმაგრებული 12 148 ჰა სახნავ-სათესი ფართით, მოქალაქეების პირადი სასოფლო-სამეურნეო მეურნეობა — 13 ათასზე მეტი. ყველაზე უფრო მსხვილი საწარმოებია: ООО "АП им.Калинина", ГУСП "Совхоз "Рощинский", ООО "Агрофирма "Салават", ООО "СП "Дружба", ООО "СП"Фрунзе".
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რაიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია და მოქმედებს 1395 საწარმო სუბიექტი. საწარმო სუბიექტების საერთო რაოდენობიდან: 18 საშუალო საწარმო, 82 მცირე, 261 მიკროსაწარმო, 78 გლეხური ფერმერული მეურნეობა და 957 ინდივიდუალური მეწარმე.
რაიონს კვეთს რკინიგზის ხაზი უფა — ორენბურგი, საავტომობილო გზები: ფედერალური Р-240 უფა — ორენბურგი, რეგიონალურები რაევსკი — სტერლითამაქი, სტერლითამაქი — ბელორეცკი — მაგნიტოგორსკი, სტერლითამაქი — სტერლიბაშევო, სტერლითამაქი — ფედოროვკა.
რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი და 18 სკოლასთან არსებული 22 სკოლამდელი ჯგუფი. რაიონის სკოლამდელი განათლების სისტემას წარმოადგენს 29 საერთოგამანათლებელი სკოლა (მათ შორის 15 ფილიალი), 1 დაწყებითი სკოლა, 1 დაწყებითი სკოლა-საბავშვო ბაღი, 1 ძირითადი საერთოგამანათლებელი სკოლა. ბავშვთა დამატებითი განათლების დაწესებულებები (2 საბავშვო სპორტული სკოლა, ნორჩი ტექნიკოსების სადგური, ბავშვთა ხელოვნების რაიონული სახლი) ახორციელებენ საკუთარ საგანმანათლებლო მოღვაწეობას 7 ძირითადი მიმართულებით. რაიონის სასკოლო ბაზაზე მოქმედებს ბავშვთა დამატებითი საგანმანათლებლო 152 გაერთიანება. რაიონში ფუნქციონირებს კუგანაკის საბავშვო სახლი, საბავშვო გამაჯანსაღებელი ბანაკი "Колос".
სპორტის მოყვარულთა განკარგულებაშია 139 სპორტული ნაგებობა, აქედან: 37 სპორტული დარბაზი, სადაც მუშაობს 39 სექცია სპორტის 14 სახეობაში, 94 ღია სპორტული მოედანი, 2 საცურაო აუზი, 3 სასროლო ტირი. ამას გარდა, სკოლამდელ დაწასებულებებში ფუნქციონირებს 14 მისადაგებული სპორტული დარბაზი, 20 სპორტული მოედანი, რომლებიც აღჭურვილები არიან სპორტული და მოძრავი თამაშებისათვის.
სამუშაოეებს რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვაზე ახორციელებს ქალაქ სტერლითამაქის ბაშკირეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება "ქალაქის საავადმყოფო № 4", 4 სასოფლო საავადმყოფო, 4 საექიმო ამბულატორია, 43 ფელდშერულ-აკუშერული პუნქტი, 4 სასწრაფო დახმარების სადღეღამისო ქვესადგური.
მოსახლეობის თავისუფალი დროის ორგანიზებით დაკავებულია 80-ზე მეტი კულტურის დაწესებულება. 2 კულტურის სასახლე, 30 სოფლის კულტურის სახლი, 7 სოფლის კლუბი, მუნიციპალური ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა (2 ცენტრალური ბიბლიოთეკა და 37 სოფლის ბიბლიოთეკა-ფილიალი), 2 საბავშვო მუსიკალური სკოლა, ხელოვნების სკოლა.
4000-ზე მეტი ეგზემპლარის ტირაჟით გამოდის გაზეთი "Сельские нивы" რუსულ და თათრულ ენებზე. რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებს 15 რელიგიური გაერთიანება: 7 ქრისტიანული, 8 მუსულმანური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.