From Wikipedia, the free encyclopedia
აგური — მინერალური წარმოშობის სხვადასხვა მასალისგან დაყალიბებული, სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ხელოვნური საშენი ქვა; სიმტკიცე, ყინვამდეგობა და სხვა ტექნიკური თვისებები მიღებული აქვს გამოწვით, ან მაღალი წნევისორთქლით დამუშვების შედეგად. გამომწვარი აგურის ნედლეულად იყენებენ: თიხას, ტრეპელს, დიატომიტს; სილიკატურისათვის — კვარცის ქვიშას და კირს. აგური ძალზედ გავრცელებული საშენი მასალაა, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკლებად ინდუსტრიულია, მისი გამოყენება თანდათან მცირდება.
თიხის აგური უძველესი ხელოვნური საშენი მასალაა. არქეოლოგიური გათხრებისას შუამდინარეთსა და ეგვიპტეში აღმოჩენილია მრავალი ათასწლეულის წინათ აგურით ნაგები არქიტექტურული ძეგლები. სტრაბონის ცნობით, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აგური უკვე ფართოდ იყო გავრცელებული იბერიაში. თუმცა ტერმინი „აგური“, ი. ჯავახიშვილის გამოკვლევით, ჩვენში მხოლოდ X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე იგი ალიზის სახელით იყო ცნობილი. ძველად საქართველოში უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მისი გვერდის ზომა 46-54 სმ იყო, ხოლო სისქე 10-11 სმ (ამგვარი აგური გამოყენებულია მცხეთისა და ურბნისის ძეგლებში). შუა საუკუნეებში აგურის ზომები შემცირდა (გვერდის ზომა 21-27 სმ, სისქე 4-7 სმ). ამ ფორმის აგური, რომელსაც ჩვენში ქართულ აგურს უწოდებენ, აღარ მზადდება, მას დეკორაციული დანიშნულებაღა შემორჩა.
თიხის აგურს აგურის ქარხნებში ორი წესით ამზადებდნენ: პლასტიკური ან ნახევრად მშრალი დაწნეხვით. პირველ შემთხვევაში აგურს წინასწარ აშრობენ კამერებში ან ჰაერზე: გამოწვა ხდება რგოლურ ან გვირაბულ ღუმლებში 900-1000°C ტემპერატურაზე. ნახევრად მშრალი დაწნეხისას აგურს საშტამპავ წნეხებზე ამზადებენ და ღუმელში გამოუშრობლად აწყობენ გამოსაწვავად.
თიხის აგური მზადდება ჩვეულებრივი ან ღრუ; ზომით (სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით) — ცალმაგი (250X120X65 მმ) და მოდულური (250X120X88 მმ). აგურის მარკას — 200, 150, 125, 100, 75, 50 საზღვრავენ დროებითი წინაღობით კუმშვისას და ღუნვისას. მოცულობითი წონა — 1400-1900 კგ/მ³-მდე. თიხის აგურს იყენებენ შენობის საძირკკველის, თაღების, კედლების, საკვამლე მილების, საკანალიზაციო მოწყობილობებისა და სხვათა ასაგებად.
სილიკატური აგური მზადდება კვარცის ქვიშისა (92%) და კირის (8%) ნარევის თბური დამუშავებით. თიხის აგურთან შედარებით უპირატესობასთან ერთად აქვს ნაკლიც — კარგად ვერ ეჭიდება დუღაბს, არ შეიძლება მისი გამოყენება საძირკვლებში, ტენიან სადგომებსა და საკვამლე მილებში.
შენობათა ფასადების, ვესტიბიულების, კიბის უჯრედებისა და სხვათა მოსაპრკეთწებელად იყენებენ სხვადასხვა ფორმის აგურს, რომლის ზედაპირიზოგჯერ მოჭიქულია. ამზადებენ სპეციალური დანიშნულების აგურსაც — მჟავამედეგს, საგზაოს, ცეცხლგამძლეს და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.