From Wikipedia, the free encyclopedia
საკობიანო — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი (სოფლები: ბაყილოვანი, დედისფერული, კუწახტა, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ახმეტიდან 12 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
საკობიანო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | საკობიანო |
კოორდინატები | 42°07′11″ ჩ. გ. 45°15′11″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 435[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,4 % ოსები 0,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 435 ადამიანი.
სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლი. 1965 წელს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მაჩუტახევისა და პირველახევის ტერასებზე, შესწავლილია შუა ბრინჯაოს ხანის მცირეინვენტარიანი რამდენიმე სამარხი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპის 21 ორმოსამარხი. სამარხები ოთხკუთხა ქვაყრიანია, რითაც ჩრდილო კავკასია ამავე ხანის სამარხებს ემსგავსება. ადამიანის ძვლები და ნივთები ცუდად იყო დაცული. აღმოჩნდა ნაძერწი მოყვითალო-მონაცრისფროდ და მოყავისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი. ფორმით, დამზადების ტექნიკითა და შემკულობით მასალა ჩრდილო-აღმოსავლურ კავკასიურ (დაღესტანი) კერამიკას უახლოვდება და უცხოა ალაზნის ველის ძეგლებისათვის. აღმოჩნდა აგრეთვე ადგილობრივი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრინდელი საფეხურის კერამიკა - წრეებად დაღარულზედაპირიანი და ფრჩხილისებრჭდეებიანი შავზედაპირიანი, ნაცრისფერსარჩულიანი ჩარხზე ნაკეთები ჭურჭელი. სამარხებში ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს ფოთლისებრი სატევარი, სამხვია რგოლები, სასაფეთქლე საკიდი, სარდიონის მძივები და სხვა. არქეოლოგთა აზრით, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე ადგილობრივი ეთნიკური ელემენტი ჩრდილო კავკასიურმა შეცვალა, მომდევნო პერიოდში (ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნა) კი მათი ადგილი ისევ ადგილობრივმა ტომებმა დაიკავეს.
სოფლის მიდამოებში გამოვლენილია აგრეთვე გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები, შუა ფეოდალური ხანის კულტურული ფენები, გვიანდელი ფეოდალური ხანის მრავალი უინვენტარო სამარხი და სხვა. ადგილ „ახმეტის ჯვარზე“ აღმოჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი, მარანი და ქვაყუთის ტიპის სამარხები, ადგილ „საყდარზე“ — ამავე ხანის პატარა საყდარი და ქვის საწნახლები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.