From Wikipedia, the free encyclopedia
რეიმსი (ფრანგ. Reims) — ქალაქი აღმოსავლეთ საფრანგეთში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 188 078 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას მეცამეტე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 4010 ადამიანი. ფართობი 46.9 კმ². ვრცელდება ზღვის დონიდან 80–135 მ სიმაღლეზე. რეიმსიდან 129 კილომეტრში მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. დასახლებულ პუნქტში არის რომაული ეკლესია, ყოფილი სენ-რემის მონასტერი და ტოს სასახლე, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. რეიმსი დაარსდა ძვ.წ 80 წელს. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გალიის და შემდგომ რომის იმპერიის საფრანგეთში. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი და თებერვალი. რეიმსი არის შამპან-არდენის რეგიონის და მარნას დეპარტამენტის დასახლებული პუნქტი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რეიმსი Reims | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
რეგიონი | შამპან-არდენი | ||||
დეპარტამენტი | მარნა | ||||
კოორდინატები | 49°15′46″ ჩ. გ. 04°02′05″ ა. გ. | ||||
მერი | Arnaud Robinet | ||||
ფართობი | 46.9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 80–135 მ | ||||
მოსახლეობა | 188 078 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 4010 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 51100[1] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.reims.fr[2] | ||||
რეიმსი თავდაპირველად კელტური ტომის, რემების, დასახლება, შემდეგ რომის პროვინცია ბელგიკის ცენტრი იყო. ეწოდებოდა დუროკორტორუმი, შემდეგ – რემი. III საუკუნიდან იყო ეპისკოპოსის რეზიდენცია. V საუკუნეში დაიპყრეს ფრანკებმა. 496 წელს აქ ფრანკთა მეფე ხლოდვიგმა ქრისტიანობა მიიღო; ამასთან იყო დაკავშირებული საფრანგეთის მეფეების რეიმსში მეფედ კურთხევის ტრადიცია (უკანასკნელად აქ 1825 წელს ეკურთხა შარლ X). 1139 წელს მიიღო კომუნის უფლება. შუა საუკუნეებში რეიმსში ეწყობოდა დიდი ბაზრობები. ქალაქი ძლიერ დაზარალდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ.), მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წწ.) დროს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წლის 7 მაისს რეიმსში მიირეს ვერმახტის კაპიტულაცია დასავლეთის ფრონტზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.