გრაფი ჟოზეფ-მარი დე მესტრი (ფრანგ. Joseph-Marie, comte de Maistre; დ. 1 აპრილი, 1753, შამბერი, ახლანდ. სავოიის დეპარტამენტი, საფრანგეთი, — გ. 26 თებერვალი, 1821, იტალია) — ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნე, მწერალი, მორალისტი და დილომატი. ცნობილია, როგორც საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ პერიოდში კონსერვატული პოლიტიკური ტრადიციის, კათოლიციზმის, სოციალური იერარქიისა და მონარქიის დიდი მხარდამჭერი. მისი პოლიტიკური და დიპლომატიური კარიერა დაკავშირებული იყო სარდინიის სამეფოსთან.
სწრაფი ფაქტები ჟოზეფ დე მესტრი, დაბადების თარიღი ...
დახურვა
ჟოზეფ-მარი დე მესტრი დაიბადა სავოიის სენატის ყოფილი პრეზიდენტის, გრაფ ფრანსუა-ქსავიე დე მესტრის ოჯახში 1753 წელს. ჰყავდა უმცროსი ძმა — ქსავიე დე მესტრი, შემდგომში რუსეთის არმიის გენერალი, მწერალი. ჟოზეფ დე მესტრმა განათლება იეზუიტების მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო, შემდეგ სამართალს სწავლობდა ტურინის უნივერსიტეტში, რომელიც 1774 წელს დაამთავრა. 1787-1792 წლებში თავადაც სავოიის სენატის წევრი იყო. ამავდროულად, ფლობდა მამულებს საფრანგეთში და ფრანგულ საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა. 1789 წელს, რევოლუციის გარიჟრაჟზე, მხარს უჭერდა საფრანგეთში პოლიტიკურ რეფორმებს, თუმცა დამფუძნებელი კრების მოწვევის და 1792 წლის „აგვისტოს დეკრეტებით“ ფეოდალიზმის გაუქმების შემდეგ მალევე გახდა რევოლუციის აქტიური მოწინააღმდეგე. 1792 წელს საფრანგეთის რევოლუციური არმიის მიერ სავოიის ოკუპაციის შემდეგ შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც ხშირად სტუმრობდა ჟერმენ დე სტალის სალონს კოპეტში, სადაც საფრანგეთში რევოლუციური ტერორის და შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტის რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი მოღვაწეები იკრიბებოდნენ. მესტრის პირველი მნიშვნელოვანი თხზულება „ფიქრები საფრანგეთზე“ (Considérations sur la France) 1797 წელს ანონიმურად გამოქვეყნდა. ნაშრომში მესტრი გმობდა საფრანგეთის რევოლუციას და, ამასთანავე, მას — როგორც განგების მიერ მოვლენილ განსაცდელს — მონარქიის აღდგენის აუცილებელ წინაპირობად განიხილავდა.
1803-1817 წლებში მესტრი სარდინიის მეფის ელჩი იყო რუსეთის იმპერიაში. ამ პერიოდში სარდინიის სამეფოს კონტინენტური ნაწილი — სავოია და პიემონტი საფრანგეთის მიერ იყო ანექსირებული, მეფე და მთავრობა კი კუნძულ სარდინიაზე იმყოფებოდნენ. სანქტ-პეტერბურგში 14-წლიანი ცხოვრების პერიოდში მესტრი რუსული და ემიგრანტული არისტოკრატული წრეების მუდმივი ფავორიტი იყო. მისი შვილი რუდოლფი რუსეთის სამხედრო სამსახურში შევიდა და მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში. პეტერბურგში მესტრმა დაწერა „ნარკვევი პოლიტიკური მოწყობისა და კაცობრიობის სხვა ინსტიტუტების წარმოქმნის პრინციპების შესახებ“ (Essai sur le principe générateur des constitutions politiques et des autres institutions humaines) და მისი ერთ-ერთი საუკეთესო, დაუმთავრებელი თხზულება „სანქტ-პეტერბურგული დიალოგები“ (Soirées de St. Pétersbourg). მესტრის მოგონებებში და მიმოწერაში გადმოცემული შთაბეჭდილებები რუსეთის თანამედროვეობის შესახებ მომავალში თავის ერთ-ერთ წყაროდ გამოიყენა ლევ ტოლსტოიმ რომანისთვის „ომი და მშვიდობა“. ნაპოლეონის ომების დასრულებისა და რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მესტრი გარდაცვალებამდე იყო ტურინის სამეფო კარის მთავარი მაგისტრატი და სარდინიის სამეფოს სახელმწიფო მინისტრი (1817-1821). დაკრძალულია იეზუიტების წმინდა მოწამეთა ეკლესიაში.
მესტრის თხზულებათა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია შექმნილი. იგი იყო ევროპული განმანათლებლური იდეების ოპონენტი; ეწინააღმდეგებოდა მეცნიერების პროგრესსა და ლიბერალურ პოლიტიკურ მოძღვრებას; უარყოფდა ფრენსის ბეკონის, ვოლტერის, ჟან-ჟაკ რუსოსა და სხვა ევროპელი მოაზროვნეების ემპირიულ ფილოსოფიას. მონარქიას თვლიდა ღვთით კურთხეულ ინსტიტუციად და მმართველობის ერთადერთ სტაბილურ ფორმად, მხარს უჭერდა საფრანგეთის სამეფო ტახტზე ბურბონთა დინასტიის რესტავრაციას, მეფისა და რომის პაპის აბსოლუტურ საერო ძალაუფლებას; ამასთანავე, აბსოლუტიზმს იცავდა მკაცრი ლოგიკური მსჯელობის პოზიციიდან. იგი მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს სჭირდებოდა მცველი უარყოფითი როლით — დამსჯელი, ეგზეკუციონერი, რომლის შიში უზრუნველყოფდა ადამიანთა კავშირ-ურთიერთობებისა და საზოგადოების მდგრადობას. მესტრი იყო თავგამოდებული კათოლიკე ქრისტიანი; ცდილობდა გამართლება მოეძებნა ესპანური ინკვიზიციის სადამსჯელო როლისათვის. ის ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობის რაციონალისტური უარყოფა იყო საფრანგეთის რევოლუციის თანმხლები არეულობისა და სისხლისღვრის პირდაპირი მიზეზი. რევოლუციას პროვიდენციალისტური თვალთახედვით განიხილავდა; მიიჩნევდა, რომ 1789 წელს ფრანგულმა მონარქიამ ვერ აღასრულა მასზე დაკისრებული განსაკუთრებული, ღვთიური როლი და მოექცა XVIII საუკუნის ფილოსოფოსების „ათეისტური“ შეხედულებების ქვეშ, რის გამოც ფრანგულმა ცივილიზაციამ ვერ მიმართა მისი გავლენა კაცობრიობის საკეთილდღეოდ, რევოლუციური ტერორი კი განმანათლებლობის ლოგიკური შედეგი და ღვთით მოვლენილი სასჯელი იყო.
მესტრი ბრიტანელ ედმუნდ ბერკთან ერთად ითვლება ევროპული კონსერვატიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მის თაყვანისმცემელთა შორის იყო XIX საუკუნის ფრანგი პოეტი შარლ ბოდლერი.
- Nobilis Ioseph Maistre Camberiensis ad i.u. lauream anno 1772. die 29. Aprilis hora 5. pomeridiana დაარქივებული 2017-04-27 საიტზე Wayback Machine. (Turin, 1772) – ჟ. დე მესტრის სადისერტაციო ნაშრომი;
- Éloge de Victor-Amédée III (Chambéry, 1775);
- Lettres d'un royaliste savoisien à ses compatriotes (1793);
- Étude sur la souveraineté (1794);
- De l'État de nature, ou Examen d'un écrit de Jean-Jacques Rousseau (1795);
- Considérations sur la France (London [Basel], 1796);
- Intorno allo stato del Piemonte rispetto alla carta moneta (Turn, Aosta, Venice, 1797–1799);
- Essai sur le Principe Générateur des Constitutions Politiques, 1814, [1st. Pub. 1809];
- Du Pape, Tome Second, 1819;
- De l'Église Gallicane, édit. Rodolphe de Maistre, 1821;
- Les Soirées de Saint-Pétersbourg ou Entretiens sur le Gouvernement Temporel de la Providence, Tome Second, édit. Rodolphe de Maistre, 1821;
- Lettres à un Gentilhomme Russe sur l'Inquisition Espagnole, édit. Rodolphe de Maistre, 1822;
- Examen de la Philosophie de Bacon, ou: l'on Traite Différentes Questions de Philosophie Rationnelle, Tome Second, édit. Rodolphe de Maistre, 1836;
- Lettres et Opuscules Inédits du Comte Joseph de Maistre, Tome Second, édit. Rodolphe de Maistre, Paris, 1853;
- Mémoires Politiques et Correspondance Diplomatique, édit. Albert Blanc, Paris, 1859.
- Armenteros, Carolina (2007). "From Human Nature to Normal Humanity: Joseph de Maistre, Rousseau, and the Origins of Moral Statistics," Journal of the History of Ideas, Vol. 68, No. 1, pp. 107–30.
- Armenteros, Carolina (2007). "Parabolas and the Fate of Nations: Early Conservative Historicism in Joseph de Maistre's De la Souveraineté du Peuple," History of Political Thought, Vol. 28, No. 2, pp. 230–52.
- Armenteros, Carolina et al. (2010). The New Enfant du Siècle: Joseph de Maistre as a Writer, St. Andrews Studies in French History and Culture.
- Armenteros, Carolina (2011). The French Idea of History: Joseph de Maistre and his Heirs, 1794–1854. Ithaca, NY and London: Cornell University Press ISBN 0-8014-4943-X
- Armenteros, Carolina and Richard Lebrun (2011). Joseph de Maistre and his European Readers: From Friedrich von Gentz to Isaiah Berlin. Leiden and Boston: Brill.
- Armenteros, Carolina and Richard Lebrun (2011). Joseph de Maistre and the Legacy of Enlightenment. Oxford: The Voltaire Foundation.
- Austern, Donald M. (1974). The Political Theories of Edmund Burke and Joseph de Maistre as Representative of the Schools of Conservative Libertarianism and Conservative Authoritarianism. Amherst: Boston College Doctoral Thesis.
- Barbey D'Aurevilly, Jules (1889). "Joseph de Maistre". In: Les Prophètes du Passé. Paris: Calmann Lévy, pp. 50–69.
- Barthelet, Philippe (2005). Joseph de Maistre: Les Dossiers H. Geneva: L'Age d'Homme.
- Blamires, Cyprian P. (1985). Three Critiques of the French Revolution: Maistre, Bonald and Saint-Simon. Oxford: Oxford University Doctoral Thesis.
- Bradley, Owen (1999). A Modern Maistre: The Social and Political Thought of Joseph de Maistre. Lincoln and London: University of Nebraska Press.
- Brandes, Georg (1903). "Joseph de Maistre." In: Main Currents in Nineteenth Century Literature, Vol. 3. The Reaction in France. New York: The Macmillan Company, pp. 87–112
- Buchanan, Patrick (2007). State of Emergency. New York: St. Martin's Griffin. ISBN 978-0-312-37436-5.
- Camcastle, Cara (2005). The More Moderate Side of Joseph de Maistre. Ottawa: McGill-Queen's University Press.
- Caponigri, A.R. (1942). Some Aspects of the Philosophy of Joseph de Maistre. PhD Thesis, University of Chicago.
- Croce, Benedetto (1922). "Il Duca di Serra-Capriola e Giuseppe de Maistre". In: Archivio Storico per le Province Napoletane, Vol. XLVII, pp. 313–335.
- Edwards, David W. (1977). "Count Joseph de Maistre and Russian Educational Policy, 1803-1828", Slavic Review, Vol. 36, pp. 54–75.
- Eichrodt, Joan B. (1968). Orthodoxy, Autocracy, Nationality, and Joseph de Maistre. New York: Columbia University Master's Thesis.
- Faust, A.J. (1882). "Count Joseph de Maistre," The American Catholic Quarterly Review, Vol. VII, pp. 17–41.
- Fisichella, Domenico (1963). Giusnaturalismo e Teoria della Sovranità in Joseph de Maistre. Messina: Firenze (Rep. in Politica e Mutamento Sociale. Lungro di Cosenza: Costantino Marco Editore, 2002, pp. 191–243 ISBN 88-85350-97-6.)
- Fisichella, Domenico (1993). Il Pensiero Politico di Joseph de Maistre. Roma-Bari: Laterza ISBN 88-420-4157-2.
- Fisichella, Domenico (2005). Joseph de Maistre, Pensatore Europeo. Roma-Bari: Laterza ISBN 88-420-7598-1.
- Garrard, Graeme (1995). Maistre, Judge of Jean-Jacques. An Examination of the Relationship between Jean-Jacques Rousseau, Joseph de Maistre, and the French Enlightenment. Oxford: Oxford University Doctoral Thesis.
- Ghervas, Stella (2008). Réinventer la Tradition: Alexandre Stourdza et l'Europe de la Sainte-Alliance. Paris: Honoré Champion. ISBN 978-2-7453-1669-1.
- Gianturco, Elio (1937). Joseph de Maistre and Giambattista Vico (Italian Roots of the Maistre's Political Culture). New York: Columbia University.
- Gianturco, Elio (1936). "Juridical Culture and Politico-historical Judgement in Joseph de Maistre", Roman Revue, Vol. 27, pp. 254–262.
- Glaudes, Pierre (1997). Joseph de Maistre et Les figures de l'Histoire: Trois Essais sur un Précurseur du Romantisme Français. In: Cahiers Romantiques. Saint Genouph: Librairie Nizet.
- Godechot, Jacques (1982). The Counter-Revolution, Princeton University Press.
- Lebrun, Richard A. (1988). Joseph de Maistre: An Intellectual Militant. Montreal: McGill-Queen's University Press. ISBN 0-7735-0645-4.
- Lebrun, Richard A. (ed., 1988). Maistre Studies, Lanham, MD: University Press of America.
- Lebrun, Richard A. (2001). Joseph de Maistre's Life, Thought and Influence: Selected Studies. Ottawa: McGill-Queen's University Press.
- Lombard, Charles (1976). Joseph de Maistre. Boston: Twayne. ISBN 0-8057-6247-7.
- Legittimo, Gianfranco (1963). Sociologi Cattolici Italiani: De Maistre, Taparelli, Toniolo. Roma: Il Quadrato.
- Maistre, Rodolphe de, Hexis d'un soir ou de la prénotion d'un retour de l'Esprit dans la science, La Compagnie Littéraire, 2016, 154p. [1] (ISBN 978-2-87683-566-5)
- Mandoul, Jean (1900). Un Homme d'État Italien: Joseph de Maistre et la Politique de la Maison de Savoie. Paris: Alcan.
- Mazlish, Bruce (1955). Burke, Bonald and de Maistre. A Study in Conservatism. New York: Columbia University Doctoral Thesis.
- McMahon, Darrin M. (2002). Enemies of the Enlightenment: The French Counter-Enlightenment and the Making of Modernity. Oxford University Press.
- Menczer, Béla (1962). "Joseph de Maistre." In: Catholic Political Thought, 1789–1848. University of Notre Dame Press, pp. 59–61.
- Monteton, Charles Philippe Dijon de (2007). Die Entzauberung des Gesellschaftsvertrags. Ein Vergleich der Anti-Sozial-Kontrakts-Theorien von Carl Ludwig von Haller und Joseph Graf de Maistre im Kontext der politischen Ideengeschichte. Frankfurt am Main et al. ISBN 978-3-631-55538-5.
- Morley, John (1909). "Joseph de Maistre." In: Critical Miscellanies. London: Macmillan & Co., pp. 257–338.
- Muret, Charlotte Touzalin (1933). French Royalist Doctrines since the Revolution. New York: Columbia University Press.
- Pranchère, Jean-Yves (1992). Qu'est-ce que la Royauté? Joseph de Maistre. Paris: Vrin.
- Pranchère, Jean-Yves (2005). L'Autorité contre les Lumières: la Philosophie de Joseph de Maistre. Geneva: Droz.
- Sacré-Cœur Mercier, Lucille du (1953). The Historical Thought of the Comte Joseph de Maistre. Washington: Catholic University of America Thesis.
- Siedentop, Larry Alan (1966). The Limits of Enlightenment. A Study of Conservative Political Thought in Early Nineteenth-Century France with Special Reference to Maine de Biran and Joseph de Maistre. Oxford: Oxford University Doctoral Thesis.
- Thorup, Mikkel (2005). "'A World Without Substance': Carl Schmitt and the Counter-Enlightenment," Distinktion: Scandinavian Journal of Social Theory, Vol. 6, No. 1, pp. 19–39.
- Thurston, Benjamin (2001). Joseph de Maistre. Logos and Logomachy. Oxford: Brasenose College-Oxford University Doctoral Thesis.
- Vermale, François (1921), Notes sur Joseph de Maistre Inconnu. Chambéry: Perrin, M. Dardel Successeur.
Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
SNAC — 2010.
Discogs — 2000.
www.accademiadellescienze.it
Babelio — 2007.
Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.