ნიკოლას დე პიეროლა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლას დე პიეროლა (ესპ. Nicolás Fernández de Piérola Villena; დ. 5 იანვარი, 1839, არეკიპა, პერუ — გ. 23 ივნისი, 1913, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკოსი, ფინანსთა მინისტრი და პერუს პრეზიდენტი ორჯერ, 1879 წლის 12 დეკემბრიდან 1881 წლის 28 ნოემბრამდე და 1895 წლის 8 სექტემბრიდან 1899 წლის 8 სექტემბრამდე.
ნიკოლას დე პიეროლა | |
პერუს პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 დეკემბერი, 1879 – 28 ნოემბერი, 1881 | |
წინამორბედი | ლუის ლა პუერტა |
მემკვიდრე | ფრანსისკო გარსია კალდერონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 სექტემბერი, 1895 – 8 სექტემბერი, 1899 | |
ვიცე-პრეზიდენტი | გილერმო ბილინგურსტი |
წინამორბედი | მანუელ კანდამო |
მემკვიდრე | ედუარდო ლოპეს დე რომანია |
პერუს ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 იანვარი, 1869 – 26 ოქტომბერი, 1869 | |
პრეზიდენტი | ხოსე ბალტა |
წინამორბედი | ფრანსისკო გარსია კალდერონი |
მემკვიდრე | მანუელ ანგულო |
პერუს ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 თებერვალი, 1870 – 21 ივლისი, 1871 | |
პრეზიდენტი | ხოსე ბალტა |
წინამორბედი | მანუელ ანგულო |
მემკვიდრე | კამილო კარილო მარტინესი |
დაბადებული | 5 იანვარი, 1839 არეკიპა, პერუ |
გარდაცვლილი | 23 ივნისი, 1913 ლიმა, პერუ |
მოქალაქეობა | პერუ |
ეროვნება | პერუელი |
პოლიტიკური პარტია | პერუს ეროვნული პარტია (1882-1884) პერუს დემოკრატიული პარტია (1884-1913) |
მამა | ნიკოლას ფერნანდეს დე პიეროლა ი ფლორესი |
დედა | ტერესა ვილენა ი პერესი |
მეუღლე | ხესუსა დე იტურბიდე |
შვილები | პედრო ხოსე ნიკოლას პიეროლა; ევა მარია დე პიეროლა; რაკელ დე პიეროლა ; ისაიას დე პიეროლა; ლუის ბენხამინ დე პიეროლა; ამადეო დე პიეროლა; ვიქტორია დე პიეროლა |
საქმიანობა | პოლიტიკა; შეიარაღებული ძალები |
ნიკოლას დე პიეროლა დაიბადა არეკიპაში, პერუ. თავდაპირველად, იგი არეკიპაში სწავლობდა, მოგვიანებით კი ლიმაში, სანტო-ტორიბიოს სემინარიში გადავიდა თეოლოგიის შესასწავლად.
1869–1871 წლებში, ხოსე ბალტას პრეზიდენტობის პერიოდში, ნიკოლას დე პიეროლა ფინანსთა მინისტრი იყო. 1882 წელს, მან პერუს დემოკრატიული პარტია დააარსა. 1895 წელს, იგი პერუს პრეზიდენტად აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის პერიოდი, ისტორიკოსების მიერ საუკეთესოდაა აღიარებული. პიეროლას მთავრობას, მათ ეროვნული რეკონსტრუქცია უწოდეს. მის მთავარ წარმატებად მიჩნეულია პერუს საგარეო ვალის შემცირება, ეკონომიკის აღდგენა, მთელი რიგი კანონების მიღება კერძო ბიზნესის გასაუმჯობესებლად და ამასთანავე, ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დაცვა. მისი მმართველობის დროს, ეკონომიკურმა ზრდამ და განვითარებამ შექმნა მრავალი სამუშაო ადგილი, სადაც ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებულნი, რაც უჩვეულო იყო იმდროინდელი სამხრეთ ამერიკისთვის.
1900 წელს, პიეროლამ მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის მერის არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: მარიანო იგნასიო პრადო |
პერუს პრეზიდენტი ("სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი") 1879–1881 |
შემდეგი: ფრანსისკო გარსია კალდერონი |
წინამორბედი: მანუელ კანდამო |
პერუს პრეზიდენტი 1895–1899 |
შემდეგი: ედუარდო ლოპეს დე რომანია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.