Remove ads
ქართველი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკანორ (ნიკა) მელია (დ. 21 დეკემბერი, 1979, თბილისი)[3] — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ნიკა მელია | |
ნიკა მელია 2017 წელს | |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 დეკემბერი, 2020 – 30 იანვარი, 2023 | |
წინამორბედი | გრიგოლ ვაშაძე |
მემკვიდრე | ლევან ხაბეიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 5 ოქტომბერი, 2021 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 12 დეკემბერი, 2019 | |
მთაწმინდის რაიონის გამგებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2013 – 2014 | |
ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2009 – 2010 | |
დაბადებული | 21 დეკემბერი, 1979 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მამა | ანზორ მელია |
დედა | ნანა ცანავა [1] |
შვილები | ალექსანდრე (სანდრო) მელია [2] |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
საიტი | nikamelia.ge |
ნიკანორ მელია დაიბადა 1979 წლის 21 დეკემბერს. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1996 წელს მელიამ დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 2002-2003 წლებში იგი იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი. 2006 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად. 2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნულ აღსრულების ბიუროში უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი. 2010 წელს იგი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ; 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი. 2014 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი. 2015 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარლამენტში ყოფნის პერიოდში იყო ოთხი საპარლამენტო კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. 2016 წლის 18-დან 25 ნოემბრამდე იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2017-2019 წლებში იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. 2017-2018 წლებში იყო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით (ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით).[4][5][6] პროკურატურამ პატიმრობის ნებართვის გამოყენებაზე მიმართა საქართველოს პარლამენტს. 26 ივნისს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.[7] 27 ივნისს სასამართლომ პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საქმის დასრულებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა; გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.[8] მელიას ადვოკატის მიერ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, სადაც პროკურატურა ისევ პატიმრობას ითხოვდა, აღნიშნული შეზღუდვები ძალაში დარჩა და ელექტრონული სამაჯურის ტარებაც დაევალა.[9]
2019 წლის 2 დეკემბერს ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.[10] 12 დეკემბერს შეუწყვიტეს პარლამენტარის უფლებამოსილობა, რასაც 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.[11]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[12] პირველ ტურში მიიღო 31 391 ხმა (44,06%) და დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით), მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე. მან მეორე ტურში 3032 (10,64%) მიიღო.[13] პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა (პარტიასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). მოგვიანებით შეწყვიტა ბოიკოტის რეჟიმი. ოფიციალურად 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 5 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[14]
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე ნიკა მელიამ ელექტროსამაჯური, რომელიც 2019 წლის ივლისიდან ეკეთა, დემონსტრაციულად მოიხსნა.[15] ამას პროკურატურის მიერ მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოჰყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რადგან საქმე პოლიტიზებულად მიიჩნია.[16] ამის შემდეგ პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მიმართა სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, რომელიც მეორეჯერაც დაკმაყოფილდა (88 ხმა 2-ის წინააღმდეგ).[17] 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.[18] პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუმართლებლად მიიჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე და თანამდებობა დატოვა.[19] დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი.[20] 2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და ნიკა მელია დააკავეს.[21] 8 მაისს „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) მელიას გირაოს თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩაურიცხა, ასოციაციამ თანხა სასჯელაღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანა. [22] 10 მაისს სასამართლომ მელიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა 40 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა. მელიამ ციხე იმავე დღეს, 2021 წლის 10 მაისს დატოვა. 2021 წლის 23 ივლისს ოპოზიციის ნაწილმა მელია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. [23] მას შემდეგ რაც 2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა, ნიკა მელიამ 29 ივლისს განაცხადა საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ.[24] თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში მიიღო 163 489 ხმა (34,01%). [25] მეორე ტურში მელიამ 206 593 ხმა (44,39%) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, დამარცხდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ კახა კალაძესთან.
მელია იყო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.[26] 2020 წლის 27 დეკემბერს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.[27] ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო 2023 წლის 30 იანვრამდე. 2023 წლის 7 დეკემბერს გამართუკ ბრიფინგზე, ნიკა მელიამ პარტიის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) დატოვების შესახებ განაცხადა.[28]
2021 წლის ივნისში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მელიას გამოკითხულთა 47% დადებითად, ხოლო 53% – უარყოფითად აფასებს.[29] 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მელიას გამოკითხულთა 46% პოზიტიურად, ხოლო 54% – ნეგატიურად აფასებს.[30] 2021 წლის 12-25 სექტემბრის მონაკვეთში ჩატარებული Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მელიას გამოკითხულთა 46% პოზიტიურად, ხოლო 54% – ნეგატიურად აფასებს.[31]
2014 წელს შეეძინა შვილი, სანდრო მელია. მელიას მამა არის ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია.[32]
არჩევნები | წარმდგენი | პირველი ტური | მეორე ტური | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ხმა | პროცენტი | ადგილი | ხმა | პროცენტი | ადგილი | ||
თბილისის მერის არჩევნები (2014) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 92 125[33] | 27,97% | მეორე | 84 350[34] | 27,53% | მეორე |
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი (2020) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია | 31 391 | 44,06% | პირველი | 3032 | 10,64% | მეორე[35] |
თბილისის მერის არჩევნები (2021) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 163 489 | 34,01% | მეორე | 206 593 | 44,39% | მეორე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.