From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს გენერალური პროკურატურა — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.[3]
საქართველოს გენერალური პროკურატურა | |
უწყების შესახებ | |
---|---|
წინამორბედი უწყება | საქართველოს მთავარი პროკურატურა |
მინისტრი | რატი ბრეგაძე |
უწყების ხელმძღვანელი | ირაკლი შოთაძე[1], საქართველოს გენერალური პროკურორი[2] |
უწყების ტიპი | პროკურატურა |
საიტი | |
საქართველოს გენერალური პროკურატურა |
1992 წელსვე პროკურატურის ორგანოების ერთიან სისტემაში შეიქმნა სამხედრო პროკურატურა, რომელიც შედგებოდა მთავარი სამხედრო პროკურატურისა და რეგიონული სამხედრო პროკურატურებისაგან (სამხედრო პროკურატურამ იარსება 2004 წლამდე).
2018 წელს, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული. შედეგად, ის გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და გახდა სრულად დამოუკიდებელი უწყება. უწყების დასახელება - მთავარი პროკურატურა - გენერალური პროკურატურით შეიცვალა; თანამდებობა მთავარი პროკურორი კი - გენერალური პროკურორით. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო საპროკურორო საბჭოს - რომლის მთავარი ფუნქცია პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თავად საბჭოს წევრები ირჩევენ. საპროკურორო საბჭო თავად ატარებს კონსულტაციებს, ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საპროკურორო საბჭო ისმენს პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაფართოვდა გენერალური პროკურორის უფლება-მოვალეობები. გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია პროკურატურის სისტემის სრულ მართვაზე; არის სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ბრალმდებელი; გენერალური პროკურორი ანგარიშვალ დებულია პარლამენტის წინაშე. გაძლიერდა საპარლამენტო კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე.
საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრები არიან:
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. საპროკურორო საბჭოსთან ერთად ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩართულობა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში არსებითია, ვინაიდან ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის, როგორიც მთავარი პროკურორია, შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რომელიმე პირზე ან ორგანოზე დამოკიდებული; პროცედურა მკაცრად უნდა იყოს გაწერილი და გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. სწორედ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარ პროკურორად დანიშნული პირის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.[5]
მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა − უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი, რისთვისაც ეს უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.[6]
იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ ფარული კენჭისყრით. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარდგენისათვის დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.
საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.[7]
საქართველოს გენერალური პროკურატურა 2004 წლის 14 იანვრამდე სასამართლო ხელისუფლების ნაწილი იყო.
2008 წლის 10 ნოემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.
2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა გადაკეთდა საქართველოს გენერალური პროკურატურად.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.