ქართუ ბანკი — ერთ-ერთი უძველესი ბანკი საქართველოს საბანკო სივრცეში. 1996 წელს დაფუძნდა სახელწოდებით სს კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი-ქართუ“, ხოლო 1998 წელს სახელი შეეცვალა და გახდა სს „ბანკი ქართუ“.

2001 წელს ბანკმა შეისყიდა სს კბ „აბსოლუტ“-ის აქტივ-პასივების ნაწილი, საბარათე ბიზნესის სრული პაკეტი და გახდა საპროცესინგო ცენტრის მფლობელი. 2001 და 2002 წლებში გახდა VISA-ს საერთაშორისო საბარათე სისტემისა და MasterCard-International საგადამხდელო სისტემის ძირითადი წევრი. 2002 წელს საგამომცემლო სახლმა Georgian Times-მა ტრადიციულ ბიზნეს რეიტინგში სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“ და მისი ხელმძღვანელი საქართველოს ოცდაერთ საუკეთესო კერძო კომპანიათა შორის დაასახელა. 2003 წელს ბანკმა მოიპოვა American Express და Diners Club ბარათების მომსახურების უფლება. 2003 წელს საგამომცემლო სახლ Georgian Times-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“ დასახელდა, როგორც „წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესი“, დაჯილდოვდა პრიზით ნომინაციაში „სტაბილური პროგრესი და დინამიკურობა“. 2006 წელს ბანკმა შესთავაზა მომხმარებელს ელექტრონული კომერციის სერვისი. 2011 წელს დანერგა ინტერნეტ ტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი — Verified by Visa. 2012 წელს ამერიკულმა ჟურნალმა „Global Finance“ ბანკი ქართუ აღიარა, როგორც საუკეთესო ელექტრონული კომერციის ბანკი. 2014 წელს ბანკში დაინერგა MasterCard ბარათების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი MSC (MasterCard Secure Code).

მფლობელი და მენეჯმენტი

ბანკის დამფუძნებელი და მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფი“-ს საკუთრებაშია. ბანკის გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავაა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე — ნიკოლოზ ჩხეტიანი.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.