მცხეთიჯვრის ციხე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მცხეთიჯვრის ციხე, ალის ციხე – ფეოდალური ხანის სამეფო ციხესიმაგრე, სოფელ მცხეთისჯვარში, მდინარე ჭერათხევის მარჯვენა ნაპირზე (ხაშურის მუნიციპალიტეტი). ისტორიის ლიტერატურაში ალის ციხის სახელითაა ცნობილი. უძველეს საგზაო მაგისტრალზე იდგა და ჩრდილოეთიდან იცავდა ქ. ალს, რომელიც XIII საუკუნიდან ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.
1972-1977 არქეოლოგიური გათხრების (ხელმძღვანელი ჯ. ნადირაძე) შედეგად ციხის სამხრეთ ფერდობზე გამოვლინდა სამფენიანი ნამოსახლარი. მეორე ფენაში (ძვ. წ. X-IV სს.) აღმოჩნდა ბათქაშით შელესილი ნაგებობის ნაშთები, ადრინდელი ანტიკური ხანის ნატიფად ნაძერწი სამეთუნეო ნაწარმი და წინა ანტიკური ხანის ცხოველსახოვანი კერამიკა. ციხის სამხრეთით, ადგილ ნაურიებზე, გათხარეს ძვ. წ. VIII—IV საუკუნეების ორფენიანი სამაროვანი, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს ხარის ქანაკება, აგრეთვე ირმის, ძაღლის, ფანტასტური ცხოველისა და მამაკაცის ითიფალური ქანდაკებები. აღსანიშნავია ძვ. წ. VII საუკუნის ბრინჯაოს ბალთა, რომელზეც ნაყოფიერების ხე და ლომებია ამოტვიფრული. ციხის შემოგარენა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული შუა ფეოდალურ ხანაში. აღმოჩნდა ძელით ნაგები საცხოვრებელი სახლები, მარნები და სათონეები. X-XII საუკუნეების მოჭიქული ჭურჭელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.