From Wikipedia, the free encyclopedia
მცხეთისჯვარი (ცხეთიჯვარი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი). შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭერათხევის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი. ხაშურიდან 28 კმ. სოფელში არის წმინდა მარინეს ნაეკლესიარი.
სოფელი | |
---|---|
მცხეთისჯვარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალი |
კოორდინატები | 42°06′01″ ჩ. გ. 43°39′01″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 199[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ალის ციხის მიდამოებში ე. წ. „გასაყიდლიანთ ვენახში“ ნამოსახლარზე ნაპოვნი ჩინური მონეტა, რომელიც ერთადერთია საქართველოში. ნამოსახლარზე დადასტურებულია სამი კულტურული ფენა: გვიანბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისა და განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი.
ინტენსიურობით გამოირჩევა განვითარებული ფეოდალური ხანის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა ჩინური მონეტა. ამავე ფენაში ნაპოვნია ერთი ქართული — გიორგი III-ის მონეტა. მკვლევრები ზ. ბრაგვაძე და ა. დავითაშვილი ჩინური მონეტის შესახებ აღნიშნავენ:
ამ მონეტას ჩინეთში სუნის დინასტიის მმართველობის ხანაში ჭრიდნენ (960-1279 წწ.). არსებობდა ჩრდილოეთი (960-1127 წლები) და სამხრეთი (1127-1279 წლები) სუნის დინასტიები. აღნიშნული მონეტა სამხრეთი სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდს ეკუთვნის. მოჭრის თარიღი აღბეჭდილია მონეტის მეორე მხარეს, სადაც ზის ნიშანი „ლაუ“, რაც ნიშნავს — 6. ე. ი. მონეტა მოჭრილია მმართველობის მეექვსე წელს, ანუ 1200 წელს.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 251 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 199 კაცი, საიდანაც 180 მამაკაცია, ხოლო 170 ქალი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.