სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
მთისძირი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 70 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი. სოფელში გადის დაფნარი-ბაღდათის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.
სოფელი | |
---|---|
მთისძირი | |
მთისძირის წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ტაძარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | მთისძირი |
კოორდინატები | 42°06′18″ ჩ. გ. 42°24′14″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
მოსახლეობა | 413[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 413 ადამიანი.
სოფელში აღმოჩენილია ძვ.წ. VI საუკუნის ნამოსახლარი. ნამოსახლარებში აღმოჩენილია მრავალნაირი კერამიკული ნაწარმი, აგრეთვე კრამიტი და აგური, ნაპოვნია აგრეთვე იმპორტული (ატიკური, ქიოსური, სინოპური) კერამიკული ნაწარმიც. აღმოჩნდა ქვევრსამარხების ნაშთებიც, მათ შორის მდიდრული სამარხის ნაშთი. აღსანიშნავია აგრეთვე ადეიშვილების გორა, სადაც აღმოჩნდა სასიმაგრო ნაგებობების ნაშთი.
მთისძირში დაიბადნენ მწერალი დომენტი ახობაძე, სამხედრო დარგის ინჟინერი და მეცნიერი ვიქტორ სულაქველიძე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.