სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
მაღლაკი — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მაღლაკი, მიწაწითელი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარცხენა მხარეს. ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 90 მეტრი, წყალტუბოდან 7 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
მაღლაკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | მაღლაკი |
კოორდინატები | 42°15′20″ ჩ. გ. 42°33′58″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4126[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. სოფელში დგას XIX საუკუნის ეკლესია. 1926 წლისთვის მაღლაკის მოსახლეობა შეადგენდა 5138 ადამიანს, ხოლო ფართობი 63,9 კმ²-ს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.