მაიკლ ჯონ უაიზი

ბრიტანელი გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia

მაიკლ ჯონ უაიზი

მაიკლ ჯონ უაიზი (ინგლ. Michael John Wise; დ. 17 აგვისტო, 1918 — გ. 13 ოქტომბერი, 2015) — ბრიტანელი გეოგრაფი. ლონდონის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი. 1976-80 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. სალტლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბირმინგემის უნივერსიტეტში, სადაც 1939 წელს გახდა გეოგრაფიის ბაკალავრი. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მსახურობდა ევროპაში, ბრიტანეთის არმიის რიგებში და ახლო აღმოსავლეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაბრუნდა ბირმინგემში, როგორც ლექტორის ასისტენტი და ლექტორი და 1951 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი, რის შედეგადაც, გადაინაცვლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1944 წელს მიიღო მაიორის წოდება. 1979 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. დაჯილდოებულია სამხედრო ჯვრით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.