საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი (ინგლ. International Geographical Union; ფრანგ. Union Géographique Internationale; IGU) — მსოფლიოს გეოგრაფთა საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანება. პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა 1871 წელს ქალაქ ანტვერპენში. თანამედროვე სახით ოფიციალურად დაარსდა 1922 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.[1] ხელმძღვანელი ორგანოა — აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ადრეული წლებიდანვე გეოგრაფთა სამეცნიერო გაერთიანებამ გამოიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს.

დღეს, ისევე როგორც XIX საუკუნის მიწურულს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სტრუქტურა შეიცავს 3 ძირითად კომპონენტს: გენერალური ასამბლეა, რომელიც გვევლინება კავშირის უმაღლეს ორგანოდ და შედგება დელეგატებისაგან. გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება კონგრესის მსვლელობისას. აღმსასრულებელი კომიტეტი შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. კომისიები და კვლევითი ჯგუფები მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თავის მხრივ, იმართება 4 წელიწადში ერთხელ.[1]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული კვლევის შედეგების მოსმენა გეოგრაფიულ კონგრესებსა და რეგიონულ კონფერენციებზე და მათი პუბლიკაცია.[2]

ამჟამად საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი აერთიანებს გეოგრაფებს მსოფლიოს 87 ქვეყნიდან. კონგრესებს შორის მუშაობს 34 კომისია და 4 კვლევითი ჯგუფი, რომლებიც მოიცავენ გეოგრაფიის პრობლემების ფართო სპექტრს.[1]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის საქმიანობის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება ბიულეტენებში, რომელიც გამოიცემა 2 ენაზე წელიწადში რამდენიმეჯერ და აგრეთვე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ოფიციალურ საიტზე.[1]

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1972-1979 წლებში იყო ქართველი გეოგრაფი თეოფანე დავითაია.[3]

პრეზიდენტები

მეტი ინფორმაცია რცხ., წლები ...
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტები
რცხ. წლები პრეზიდენტი ქვეყანა
119221924პრინცი ბონაპარტისაფრანგეთის დროშა
219241928გენერალი ვაჩელიიტალიის დროშა
319281931გენერალი ბურჟუასაფრანგეთის დროშა
419311934ისაია ბოუმანიაშშ-ის დროშა
519341938ჩარლზ კლოუზიდიდი ბრიტანეთის დროშა
619381949ემანუელ დე მარტონისაფრანგეთის დროშა
719491952ჯორჯ კრესიაშშ-ის დროშა
819521956ლორენს დადლი სტამპიდიდი ბრიტანეთის დროშა
919561960ჰანს ალმანიშვედეთის დროშა
1019601964კარლ ტროლიგერმანიის დროშა
1119641968შიბა ჩატერჯიინდოეთის დროშა
1219681972სტანისლავ ლეშიცკიპოლონეთის დროშა
1319721976ჟან დრეშისაფრანგეთის დროშა
1419761980მაიკლ ჯონ უაიზიდიდი ბრიტანეთის დროშა
1519801984აკინ მაბოგუნჯენიგერიის დროშა
1619841988პიტერ სკოტიავსტრალიის დროშა
1719881992რონალდ ფუკსიაშშ-ის დროშა
1819921996ჰერმან ვერსტაპენინიდერლანდების დროშა
1919962000ბრუნო მესერლიშვეიცარიის დროშა
2020002004ენ ბატიმერიირლანდიის დროშა
2120042006ადალბერტო ვალეგა[4]იტალიის დროშა
2220082012რონალდ ფრენსის აბლერიაშშ-ის დროშა
2320122016ვლადიმერ კოლოსოვირუსეთის დროშა
242016 – დღემდეიუკიო ჰიმიიამაიაპონიის დროშა
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.