ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

ლოკომოტივი თბილისიქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. დაარსდა 1936 წელს. ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში. უეფა-ს თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1999 წელს (C3, სეზონი 1999/2000).

სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...
Remove ads

ისტორია

საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

გამოდიოდა ომც „ლოკომოტივი“ (1988-89), „მერანის“ (1990-93), „მერანი-ბაჩოს“ (1993-95) სახელწოდებით. თამაშობდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს (1938, 40), პირველ (1939, 1946-48, 1959-70), მეორე (1936-37, 1981-82, 1984-86, 1988-89) ლიგებში და საქართველოს სსრ ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-56, 1971-75, 1983). 1990 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში: უმაღლეს (1997 წლიდან), პირველ (1991-95, 1996-97) და მეორე (1990-91) ლიგებში. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (2001, 02) და მესამე (1999) პრიზიორი. საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2000, 02, 05) და ფინალისტი (2001). ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობს 1999 წლიდან. უეფას თასზე ითამაშა 10 მატჩი (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება).

Remove ads

სტადიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი „ლოკომოტივი“. აქ ტარდება შეჯიბრებები ფეხბურთსა და მსუბუქ ათლეტიზმში. საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივის“ საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ჰქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.

Remove ads

შემადგენლობა 2021

მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 9 ნოემბრის მონაცემებით.[1]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...

2017 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

მეტი ინფორმაცია პოზ., ფეხბურთელი ...

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

მეტი ინფორმაცია პოზ., ფეხბურთელი ...

* — იჯარით
** — იჯარიდან

Remove ads

ტიტულები

ლოკომოტივის მწვრთნელები

მეტი ინფორმაცია პერიოდი, მწვრთნელი ...

ლოკომოტივის ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 მამია გავაშელიშვილისაქართველოს დროშა საქართველო45
2013-14 გიორგი არაბიძესაქართველოს დროშა საქართველო8
2012-13 დავით ჯიქიასაქართველოს დროშა საქართველო18
2011-12 დავით ჯიქიასაქართველოს დროშა საქართველო9
2009-10 ლევან ცქიტიშვილისაქართველოს დროშა საქართველო4
2008-09 ლევან ცქიტიშვილისაქართველოს დროშა საქართველო6

ევროთასებზე

მეტი ინფორმაცია სეზონი, ტურნირი ...
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads