From Wikipedia, the free encyclopedia
ლაშე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი. ხარაგაულიდან 5 კილომეტრი. სოფელში დგას ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი.
სოფელი | |
---|---|
ლაშე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლაშე |
კოორდინატები | 42°03′28″ ჩ. გ. 43°10′32″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 395[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.
სოფელში, მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 340 მეტრზე, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, დევისხვრელი. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, გაითხარა 1926-1931 წლებში, ნაპოვნია 4 კულტურის ფენა, რომელთაგანაც ზემოდან მესამე ფენა შეიცავდა ადამიანის ცხოვრების ნაშთს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.