From Wikipedia, the free encyclopedia
კვავლო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოს თემში.[1] სოფელ ომალოდან 7-8 კილომეტრში, მდინარე პირიქითი ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში.[2]
სოფელი | |
---|---|
კვავლო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ომალო |
კოორდინატები | 42°26′40″ ჩ. გ. 45°35′16″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2140 მ |
მოსახლეობა | 1[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელს 2018 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭეს[3].
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 36 კომლი. XX საუკუნის 20-იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 27 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 43). მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ-ნელა სულ დაცარიელდა. როგორც სხვა სოფლის მაცხოვრებლები, კვავლოელების ნაწილიც კახეთში გადასახლდა.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014[1] | 1 | 1 | 0 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.