From Wikipedia, the free encyclopedia
ტრუმენ კაპოტე (ინგლ. Truman Capote; დ. 30 სექტემბერი, 1924, ახალი ორლეანი, ლუიზიანის შტატი — გ. 25 აგვისტო, 1984, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მწერალი, ცნობილი მისი 'დოკუმენტური რომანით' (ფრაზა, რომელიც თავად გამოიყენა პირველად ჟურნალიზმში ლიტერატურული ასპექტის შეტანის გამოსახატავად) "In Cold Blood" (ინგლ. ცივსისხლიანი) და ნოველით "Breakfast at Tiffany's" (ინგლ. საუზმე ტიფანისთან). ორივე მათგანი ადაპტირებულია კინოფილმებში. მისი ნამუშევრები ლიტერატურულ სამყაროში კლასიკადაა ქცეული.
ტრუმენ კაპოტე | |
---|---|
ინგლ. Truman Capote | |
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1924[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] |
დაბადების ადგილი | ახალი ორლეანი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 25 აგვისტო, 1984[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლოს-ანჯელესი, აშშ[1] |
დასაფლავებულია | ვესტვუდის სასაფლაო |
საქმიანობა | სცენარისტი[1] , რომანისტი, მწერალი[1] [17] , დრამატურგი, ავტობიოგრაფი, მსახიობი[1] [17] და ჟურნალისტი[17] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | გრინვიჩის უმაღლესი სკოლა და დუაიტის სკოლა |
ჟანრი | სამხრეთული გოთიკა |
Magnum opus | ცივსისხლიანი და საუზმე ტიფანისთან |
ჯილდოები | ო. ჰენრის პრემია |
მეუღლე | |
ხელმოწერა | |
ტრუმენ კაპოტე დაიბადა ახალ ორლეანში, ლუიზიანას შტატში. დედამისი იყო 17 წლის ლილი მეი, მამა-არკულუს პერსონსი, გამყიდველი. როდესაც კაპოტე იყო ოთხი წლის მისი მშობლები დაშორდნენ, პატარა კაპოტე კი დედამისის ნათესსავებთან გააგზავნეს, მონროვილში, ალაბამას შტატში. იქ, კაპოტეს ზრდიდა დედამისის შორეული ნათსავი ნენი რამბლი ფოლკი. მოგვიანებით უკვე მწერალმა, თავისი აღმზრდელი აღწერა მოთხრობაში "შობის ხსოვნა". მონროვილში ტრუმენი იყო ჰარპერ ლის მეზობელიცა და მეგობარიც. ჰარპერ ლიმ, რომელიც ასევე მწერალი გამოვიდა, თავის წიგნში "კაჭკაჭის მკვლელობა" ტრუმენ კაპოტე განასახიერა დილის პერსონაჟში.
მარტოსულმა კაპოტემ, თვითონ ისწავლა წერა-კითხვა, სანამ სკოლაში შევიდოდა. ხუთი წლის ასაკიდანვე, ტრუმენს თან დაჰქონდა ლექსიკონი და ბლოკნოტი, ათი წლის ასაკში კი უკვე წერდა მოთხრობებს. ამავე პერიოდში მას შეარქვეს ბულდოგი. შესაძლოა, 1930-იანი წლების პოპულარული დეტექტიური ფილმის "ბულდოგ დუმონდთან"-ბულდოგი ტრუმენი, ფონეტიკური მსგავსების გამო
შაბათობით იგი მიდიოდა მონროვილიდან მობილში, ათი წლისამ კი მონაწილეობა მიიღო ბავშვ მწერალთა კონკურსში მოთხრობით "მოხუცი ქალბაქონი ბასიბოდი".
1933 წელს იგი ჩავიდა ნიუ-იორკში დედამისთან და მის მეორე ქმართან ჯოზეფ კაპოტესთან. ჯოზეფ კაპოტემ, რომელიც იყო კუბაში დაბადებული ქსოვილების გადამყიდველი, იშვილა თავისი გერი და დაარქვა ტრუმენ გარსია კაპოტე. რამდენიმე ხანში, ჯოზეფ კაპოტეს დაბრალდა ფულის გაფლანგვა და ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. ამის გამო, ისინი იძულებული გახდნენ პარკ ავენიუზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად. 11 წლის ტრუმენმა სერიოზულად დაიწყო მოთხრობების წერა, დღეში სამი საათი. მოგვიანებით იგი იხსენებდა: "11 წლის ასაკში მე დავიწყე მართლაც სერიოზულად წერა. "სეროზულად", ამას ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ბავშვები მიდიოდნენ სახლში, რათა ემეცადინათ პიანინოზე, ვიოლინოზე ან სხვა რამეზე, მე სკოლიდან ვბრუნდებოდი სახლში იმისათვის, რათა მეწერა დღეში სამი საათი. მე აკვიატებული მქონდა წერა". 1935 წელს ტრუმენი შევიდა "ტრინიტის სკოლაში". შემდეგ კი ესწრებოდა "წმინდა იოსების სამხედრო აკადემიაში". 1939 წელს კაპოტეების ოჯახი საცხოვრებლად გრინვიჩში გადავიდა, სადაც კაპოტემ სწავლა განაგრძო გრინვიჩის კოლეჯში. იქ,იგი წერდა სკოლის ორივე სალიტერატურო ჟურნალისთვის: The Green Witch-ისთვის და სკოლის გაზეთისთვის. 1942 წელს, ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო დუაითის სკოლაში, რომელიც დღემდე მისი სახელობისაა.
17 წლის კაპოტემ დაასრულა სწავლა და მუშაობა დაიწყო ჟურნალში ნიუ-იორკერი (ჟურნალი). 1954 წელს ტრუმენის დედა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული გამხდარიყო, საძილე აბების ზედმეტი დოზით თავი მოიკლა.
ტრუმენ კაპოტე იყო 160 სმ-სი სიმაღლის და დაუფარავად ჰომოსექსუალი მაშინ, როცა ჰომოსექსუალობა ხელოვანთა წრეში მიღებული იყო, თუმცა მაინც ტაბუდადებულ თემად რჩებოდა. მის პირველ სერიოზულ საყვარელთაგან იყო სმიტის კოლეგიის პროფესორი ნიუტონ არვინი, რომელმაც მიიღო "წიგნის ეროვნული ჯილდო" ჰერმან მელვილის ბიოგრაფიისთვის.
კაპოტეს ჰქონდა მისთვის დამახასიათებელი ხმის მაღალი ტემბრი და მანერული საუბარი. ჰქონდა საკუთარი სტილი და უყვარდა სიცრუეების გავრცელება. ის ხშირად ამტკიცებდა, რომ პირადად იცნობდა ისეთ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში არც შეხვედრია. მაგალითად, გრეტა გარბო. აგრეთვე დაუფარავად ამტკიცებდა, რომ ჰქონდა სასიყვარულო კავშირები იმ კაცებთან, ვისზეც ფიქრობდა, რომ იყვნენ ჰეტეროსექსუალები, მათ შორის ეროლ ფლინზე. მას იტაცებდა ურთიერთობა ავტორებთან, კრიტიკოსებთან, ბიზნესის მაგნატებთან, ქველმოქმედებთან, ჰოლივუდისა და თეატრის მსახიობებთან, მეფური წარმომავლობის ხალხთან, არ აქვს მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებში იქნებოდნენ დაბადებული თუ მის საზღვრებს გარეთ. იგი დიდი ხნის მანძილზე ექიშპებოდა მწერალ გორ ვიდალს. თავისი საყვარელი მწერლების გარდა, კაპოტე ქებას რა იშურებდა სხვა მწერლების მიმართ. ლესი ფოსბური იყო ერთ-ერთი მწერალთაგანი, რომლის ნაწარმოებით მოიხიბლა კაპოტე. ასევე, აღტაცებული იყო ენდი უორჰოლის წიგნით "ენდი უორჰოლის ფილოსოფია: ანიდან ბანიმდე და უკან".
კაპოტე მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მეგობრობდა ბავშვობის მეგობარ ჰარპერ ლისთან. მეტიც, თავის მოთხრობაში "სხვა ხმები, სხვა ოთახები", იდაბელის პერსონაჟის რეალური პროტოტიპი სწორედ ჰარპერ ლი არის. თავად ჰარპერ ლიმ, კი თავის პულიცერის ორდენოსან წიგნში "მოკლა ჩხიკვი", დილის პერსონაჟი კაპოტეს მსგავსად, ნიჭიერ, შეუპოვარ და არადამაკმაყოფილებელი ოჯახური მდგომარეობის მქონე ადამიანად წარმოაჩინა. კაპოტე, ლოურენს გრობელთან ინტერვიუში ამბობს:
წიგნში „საუზმე ტიფანისთან: ნოველა და სამი მოთხრობა“ კაპოტემ გაააერთიანა ნოველა „საუზმე ტიფანისთან“ და სამი მოთხრობა: „ყვავილევის სახლი“, „ბრილიანტის გიტარა“ და „შობის ხსოვნა“. ნოველის, „საუზმე ტიფანისთან“, მთავარი პერსონაჟი არის ჰოლი გოლითლი, რომელიც კაპოტეს შეთხზულ ბელეტრისტულ პერსონაჟთაგან გამორჩეულია, ხოლო ნოველის პროზის სტილით მოხიბლულმა ნორმან მეილერმა კაპოტეს უწოდა: „ჩემი თაობის ყველაზე სრულყოფილი მწერალი“.
თავად კაპოტემ როი ნიუქუისტთან (ქაუნტერფოინთ, 1946) ინტერვიუში განაცხადა:
ტრუმენ კაპოტე გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში 1984 წლის 25 აგვისტოს 59 წლის ასაკში.
გამომძიებლის თქმით სიკვდილის მიზეზი გახდა: "ღვიძლის დაავადება გამოწვეული მრავალგზის მოწამვლით". იგი დაიღუპა თავისი ძველი მეგობრის ჯოანა კარსონის სახლში. ჯოანა იყო ცნობილი ამერიკელი წამყვანის ჯონ კარსონის ცოლი. თავად კაპოტე მრავალჯერ ყოფილა კასონის ღამის შოუს სტუმარი. კაპოტე დაკრძალეს უესტვუდის მემორიალურ სასაფლაოზე, ლოს-ანჯელესში, თავისი ხანგრძლივი კომპანიონის ჯეკ დანფის გვერდით. დანფი დაიღუპა 1992 წელს, 1994 წელს კი მისი და კაპოტეს ფერფლი მიმოფანტეს ბრიჯჰემფტონსა და მაგ-ჰარბორს შორის, ლონგ-აილენდზე. კაპოტე საკუთრებას ფლობდა პალმ სფრინგსა და შვეიცარიაში, სადაც ძირითადად სეზონურად ჩადიოდა ჯეკ დანფი, და მთავარი რეზიდენცია გაერთიანებული ერების პლაზაზე, ნიუ იორკში. კაპოტეს სურვილი აღსრულდა დანფის სიკვდილის შემდგომ, როცა დაარსდა სხვადასხვა პრიხზები და გრანტები ლიტერატურის განსავითარებლად, მათ შორის "ლიტერატურის კრიტიციზმის ტრუმენ კაპოტეს სახელობის ჯილდო ნიუტონ არვინის მახსოვრობაში", რომელიც არამარტო კაპოტეს, ნიუტონ არვინის მიმართ პატივის მიგება იყო. კრიტიკოსის მიმართ, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა სმიტის კოლეგია გამომჟღავნდა რა მისი ჰომოსექსუალობა.
კაპოტეს სიკვდილის შემდგომ ახალგაზრდა მწერალმა გორ ვიდალმა აღწერა მისი გარდაცვალება "კარგი კარიერისკენ სვლა".
"ტრუმენისგან სიყვარულით"(1966), ასე დაასათაურეს 29 წუთიანი დოკუმენტური ფილმი კაპოტეს შესახებ ფილმის რეჟისორებმა: დევიდ და ალბერტ მაილსებმა და შარლოტ ზუერინმა. ფილმში მოქმედება ხდება კაპოტეს სახლში ლონგ-აილენდზე, სადაც ინტერვიუს წერს ნიუსუიკის ჟურნალისტთან და საუბრობს მოთხრობის "ცივსისხლიანის" შესახებ. მეორე ფილმი კაპოტეს შესახებ, "სტუმრობა ტრუმენ კაპოტესთან", გადაიღეს ეროვნული სასწავლო ტელევიზიის დაკვეთით, რომელმაც მთელს მის სამაუწყებლო ტელექსელებში აჩვენა ფილმი. "ტრუმენ კაპოტე:მცირე ტერორი" არის მომდევნო დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაიცა 2004 წლის 26 აპრილს ბიოგრაფიული ფილმების სერიებში. 2005 წელს კი ფილმის DVD ვერსიაც გამოვიდა.
კაპოტეს ბავშვობა აღწერილია თავის მოთხრობაში "შობის ხსოვნა"(1956), რომელიც ადაპტირებული არის სატელევიზიო ჩვენებისთვის და თავადვე ახმოვანებს. ფილმი, რომლის რეჟისორიც იყო ფრენკ პერი, გამოვიდა 1966 წლის 21 დეკემბერს. მონაწილეობდა ჯერალდინ პეიჯი. ფილმმა ემის ჯილდო დაიმსახურა. ტელემოთხრობა მოგვიანებით გაერთიანდა პერის ფილმ-ტრილოგიაში ("კაპოტეს ტრილოგია",1969), რომელიც ასევე შეიცავდა "მირიამსა" და "სამოთხის ბილიკებს შორის". სატელევიზიო ფილმი ტრუმენ კაპოტეს "შობის ხსოვნა" არის რეჟისორ გლენ ჯორდანის 1997 წლის ახალი გადაღება, რომელშიც თამაშობენ პერი დიუკი და ფაიფერ ლორი.
1961 წელს ბლეიქ ედუარდსმა გადაიღო ფილმი ნოველის, „საუზმე ტიფანისთან“, მიხედვით. ჰოლი გოლითლის როლს კი ასრულებდა ოდრი ჰეპბერნი. ბევრი თანხმდება, რომ ეს როლი იყო მისი კარიერისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, თუმცა კაპოტე არ დათანხმდა იგი ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინათ.
კაპოტე ახმოვანებს თავის მოთხრობას "მადლიერი სტუმრები", რომელიც არის გაგრძელება მოთხრობისა "შობის ხსოვნა". რეჟისორი ფრენკ პერია, ხოლო ჯერალდინ ფეიჯმა ისევ მოიგო ემის ჯილდო საათიან ტელემოთხრობაში.
ცივსისხლიანი ორჯერ არის ფილმად ადაპტირებული. პირველად 1967 წელს რიჩარდ ბრუკსმა გადაიღო "ცივსისხლიანი", მთავარ როლებში რობერტ ბლეიკი და სკოტ უილსონი მონაწილეობდნენ. ფილმის გადაღება კანზასის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორედ კი 1996 წელს ერიკ რობერტსისა და ენტონი ედუარდსის მონაწილეობით "ცივსისხლიანის" მცირე სერიები გადაიღო ჯონატან კაპლანმა.
ნეილ სიმონის ფილმში მკვლელობა სიკვდილით (1976), კაპოტე ასარულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. კაპოტეს კინოგმირი ლიონელ ტვეინი, ეული მილიონერი, თავისთან სადილად პატიჟებს მსოფლიოში განთქმულ დეტექტივებს მკვლელობის გამოსარკვევად. ნამუშევარმა მას ოქროს გლობუის შესძინა. ლიონელ ტვეინი არის ძალზე კრიტიკული დეტექიური ნაწარმოებების მიმართ.
ვუდი ალენის ფილმში, „ენი ჰოლი“, არის სცენა სადაც ელვაი და ენი აკვირდებიან პარკში გამვლელებს. ელვაი ამბობს: „შეხედე, ვიღაც არის გამარჯვებული ტრუმენ კაპოტესთან მსგავსების შეჯიბრში“. გამვლელი სინამდვილეში არის ტრუმენ კაპოტე, რომელიც ფილმში ანაზღაურების გარეშე მიიღებს მონაწილეობას.
"სხვა ხმები, სხვა ოთახები", გადაიღო დევიდ სპეკმა 1995 წელს, მთავარ როლში ჯოელ სანსომი.
2005 წელს რეჟისორმა ბენეტ მილერმა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „კაპოტე“, რომელშიც კაპოტეს როლს ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ასრულებს. ჰოფმანმა ამ როლისათვის მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის და სხვა მრავალი ჯილდო[18].
წელი | სახელწოდება | შენიშვნა |
---|---|---|
1945 | მირიამი | მოკლე მოთხრობა; გამოქვეყნდა ჟურნალში მადმუაზელი |
1948 | სხვა ხმები, სხვა ოთახები | ნოველა |
1949 | ღამის ხე და სხვა მოთხრობები | მოკლე მოთხრობების კრებული |
მიახლოებით 1949 | ზაფხულის კრუიზი | ნოველა; სიკვდილშემდგომ გამოქვეყნდა 2005 |
1951 | ბალახის ხმა | ნოველა |
1952 | ბალახის ხმა | პიესა |
1953 | ეშმაკის ცემა | ორიგინალური სცენარი |
1954 | ყვავილების სახლი | ბროდვეის მიუზიკლი |
1956 | მუზების ესმით | |
1956 | "შობის ხსოვნა" | მოკლე მოთხრობა; გამოქვეყნდა ჟურნალში მადმუაზელი |
1957 | "ჰერცოგი თავის მამულში" | მარლონ ბრანდოს პორტრეტი; გამოქვეყნდა გაზეთში ნიუ-იორკერი; ახლიდან გამოქვეყნდა სიცოცხლის ისტორიები: პროფაილები ნიუ იორკერიდან (2001) |
1958 | საუზმე ტიფანისთან | ნოველა |
1960 | უდანაშაულონი | სცენარი |
1963 | ტრუმენ კაპოტეს რჩეული ნაწერები | |
1966 | ცივსისხლიანი | კაპოტე მეორეჯერ ხდება ედგარის ჯილდოს მფლობელი(1966) საუკეთესო კრიმინალური წიგნის ავტორობისთვის |
1968 | მადლიერი სტუმრები | სადღესასწაულო მოთხრობა გამოქვეყნდა როგორც სასაჩუქრო წიგნი |
1973 | ძაღლების ყეფა | სამოგზაურო წერილები და პიროვნული ესკიზების კრებული |
1975 | "Mojave" და "La Cote Basque, 1965" | მოკლე მოთხრობები კრებულში შეწყალებული მლოცველები; გამოქვეყნდა ჟურნალში ესქუაირი |
1976 | "უნადავლო ურჩხულები" და "ქეით მაკკლოუდი" | მოკლე მოთხრობები კრებულში შეწყალებული მლოცველები; გამოქვეყნდა ჟურნალში ესქუაირი |
1980 | მუსიკა ქამელეონებისთვის | ტრუმენ კაპოტეს მოკლე მოთხრობების კრებული, ბელეტრისტული და არაბელეტრისტული |
1983 | ის შობა | სადღესასწაულო მოთხრობა გამოქვეყნდა როგორც სასაჩუქრო წიგნი |
1987 | შეწყალებული მლოცველები: დაუსრულებელი ნოველა | სიკვდილშემდგომ გამოქვეყნდა |
1987 | კაპოტეს მკითხველი | ტრუმენ კაპოტეს მოკლე მოთხრობების კრებული, ბელეტრისტული და არაბელეტრისტული |
2004 | ტრუმენ კაპოტეს მოთხრობები | ოცი მოკლე მოთხრობის ანთოლოგია |
2004 | საკმაოდ მცირე სიამოვნებისთვის: ტრუმენ კაპოტეს წერილები | კაპოტეს ბიოგრაფის ჯერალდ კლარკის რედაქტორობით |
2005 | ზაფხულის კრუიზი | |
2007 | პორტრეტები და დაკვირვებები: ტრუმენ კაპოტეს ესსეები | აქვეყნებს Random House |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.